კონკურსი
17.05.2010. კონკურსი ჟურნალისტებისთვის.
დემოკრატიის ინსტიტუტი "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარის რეგიონში" ფარგლებში აცხადებს კონკურსს
ჟურნალისტებისთვის თემაზე: "რა არის დემოკრატია?".
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მოქმედ ყველა ჟურნალისტს და ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობისთვის, სტატია აუცილებელად გამოქვეყნებული უნდა იყოს არანაკლებ 1500 ტირაჟიან გაზეთში, კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ორი წლის პერიოდში.
კონკურსში საუკეთესო სტატიის ავტორებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:
I ადგილი – 150 აშშ დოლარი;
II ადგილი – 100 აშშ დოლარი;
III ადგილი – 50 აშშ დოლარი.
ჟიური შერჩევისას პრიორიტეტს მიანიჭებს მასალებს, რომლებიც:
- საუკეთესოდ აღწერს ქართულ კულტურის/სამართლის ძეგლების და დემოკრატიული ღირებულებების ურთიერთმიმართებას.
- ემსახურება დემოკრატიის არსისა და მცნების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდას.
- საზოგადოებაში წამოჭრის დიალოგს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობაზე.
გამარჯვებულთა ნამუშევრები გამოიცემა კრებულის სახით და გავრცელდება სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამთავრობო და არასამავრობო ორგანიზაციებში, მედიაორგანიზაციებში და გადაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს.
ნამუშევრების წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული (გაზეთის დასკანერებული ვერსია) ფორმით 2010 წლის 31 დეკემბრამდე.
ნამუშევრებს აუცილებლად უნდა ახლდეს განმცხადებლის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია.
ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იქნეს დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშაო საათებში, ან გამოგზავნილ იქნეს ელ.ფოსტაზე: info@iod.ge (გთხოვთ მოითხოვოთ ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი ნამუშევრის მიღების/რეგისტრაციის დადასტურება)
მის: ქ. ბათუმი ფანავაზ მეფის ქუჩა 144.
საკონტაქტო პირი: მარიკა ჩხუბაძე
ტელ: (888 222) 7 57 44. 7 74 25; მობ: 877 17 37 03. ელ.ფოსტა: m.chkhubadze@iod.ge
06.05.2010. კონკურსი სტუდენტთათვის
დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით 2010 წლის 20 - 21 მაისს დაგეგმილია სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
თემა: ქართული კულტურის/სამართლის ძეგლების და დემოკრატიული ღირებულებების ურთიერთმიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში 2010 წლის 14 მაისს 18:00 სათამდე.
მისამართი: ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის 53, ოფისი 8. (ტელ.: 7-57-44)
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეტყობინების გაგზავნით.
ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@iod.ge; r.gvarishvili@iod.ge
კონფერენციაში გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი ჯილდო
(I ადგილი - 220 ლარი; II ადგილი – 150; III ადგილი – 80 ლარი)
კონფერენცია ჩატარდება 2010 წლის 20 - 21 მაისს.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ილია ჭავჭავაძის მუზეუმი.
მისამართი ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქუჩა #5.
კონფერენცია დაიწყება 12:00 საათზე
კონფერენციის ორგანიზატორი:
მარიკა ჩხუბაძე /877173703/
რამინ გვარიშვილი /877173712/
ოთარ გოგოლიშვილი /877141049/
ომარ ფარტენაძე /899580388/
სამუშაო შეხევდრა ეწყობა პროექტის: ,,დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარის რეგიონში’’ – ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს: დემოკრატიის ინსტიტუტი
დონორი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
10.09.09 კონკურსი მსმენელთათვის.
დემოკრატიის ინსტიტუტის სასწავლო ცენტრი NEO ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს სასწავლო ცენტრების ოფისებისთვის აცხადებს მსმენელთა (მოსწავლეთა) შერჩევას უფასო სექტორზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IX; X და XI კლასების მაღალი აკადემიური მოსწრების (8-10 ქულა) სოციალურად დაუცველ, კანონთან კონფლიქტში მყოფ ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს.
სასწავლო მიმართულებები:
1) უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული);
2) კომპიუტერული პროგრამები.
3) ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება (ერთი რომელიმე საგანი).
კონკურსანტს უფლება აქვს აირჩიოს შემოთავაზებული მიმართულებებიდან ერთ-ერთი.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 108 მსმენელი (ბათუმის/ხელვაჩაურის ოფისი - 30; ქობულეთის ოფისი - 24; ქედის/შუახევის ოფისი - 30; ხულოს ოფისი - 24).
შერჩევა განხორციელდება აკადემიური მოსწრების დონის და სოციალურად დაუცველობის ხარისხის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა სასწავლო ცენტრ NEO-ს შესაბამის ოფისში უნდა წარმოადგინონ:
1) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
2) სოციალურად დაუცველობის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
3) ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ;
4) პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი.
სასწავლო ცენტრ NEO-ს ოფისების მისამართები:
ბათუმი/ხელვაჩაური - ფარნავაზ მეფის ქუჩა №144. ტელ.: 7-74-25; მობ.: 877 504 304
ქობულეთი - დ. აღმაშენებლის ქუჩა №95. ტელ.: 6 71 85 მობ.: 877 504 304
ქედა/შუახევი - ტბელ აბუსერისძის ქ. №7 ტელ.: 5 00 60. მობ.: 877 504 304
ხულო: ჭავჭავაძის ქ. №1 ტელ.: 7 07 78. მობ.: 877 504 304
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 30 სექტემბერი
3.03.09 კონკურსი პედაგოგებისათვის.
დემოკრატიის ინსტიტუტთან არსებული სასწავლო ცენტრი "NEO" ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ბათუმის, ქობულეთის, ქედის, შეახევის და ხულოს სასწავლო ცენტრებისათვის პედაგოგთა შერჩევის მიზნით აცხადებს კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ შემდეგი საგნების სპეციალისტებს:
– უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული);
– ქართული ენა და ლიტერატურა;
– მათემატიკა;
– ზოგადი უნარები (მათემატიკა, ვერბალური);
– კომპიუტერული პროგრამები.
პედაგოგები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
– განათლება (კვალიფიკაცია, ხარისხი);
– სამუშაო გამოცდილება;
– დამატებითი საგანმანათლებლო კურსები (ტრეინინგები), სტაჟირება;
– ჯგუფთან მუშაობის უნარი;
– კომუნიკაბელობა;
– მოტივაცია.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში, ან გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@iod.ge ან tgabechava@gmail.com
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 20 მარტი, 17:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
დემოკრატიის ინსტიტუტი
მისამართი: ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის ქუჩა #53, ოფისი 8.
საკონტაქტო პირი: თამარ გაბეჩავა.
ტელ.: 888222 7 57 44, მობ.: 897 89 66 99.




