• +995 0422 275744
  • #107 Chavchavadze street, Batumi, Georgia | WEBSITE IS UNDER CONSTRUCTION
  • Old Version
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემა ამოქმედდება (EN)

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემა ამოქმედდება (EN)

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემა ამოქმედდება. ჩხოროწყუს საკრებულომ პეტიციაში ასახული მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

მართალია, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი იძლევა პეტიციის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული სისტემა დამუშავებას და დაზუსტებას საჭიროებს, რადგანაც მისი მეშვეობით შეუძლებელია თვითმართველობის კოდექსით განსაზღვრული პროცედურებით პეტიციების წარდგენა. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესს და პროცედურებს.

ადგილობრივების განმარტებით, აღნიშნული სისტემის არარსებობა მათთვის მუნიციპალიტეტამდე პრობლემების და მოთხოვნების მიტანას ართულებდა. ხელმოწერების შესაგროვებლად მათ მაღალმთიანი სოფლებიდან დაბამდე ჩამოსვლა უწევდათ, რაც რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სამოამვლოდ მათ ეს პროცესი გაუმარტივდებათ და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენას ადგილობრივები მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომში – აპლიკაცია) მეშვეობით ელექტრონული ფორმით შეძლებენ.

საკრებულოს მიერ გამოცემული დადგენილებით ასევე განისაზღვა პეტიციის წარდგენის წესი, რეგისტრაციაზე პასუხისმეგებლი პირი და გამოქვეყნების ვადები.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს და მის მიზანს მოქალაქეთა გააქტიურებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით და ადვოკატირების კამპანიის გზით თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.