• +995 0422 275744
  • #107 Chavchavadze street, Batumi, Georgia | WEBSITE IS UNDER CONSTRUCTION
  • Old Version
რას გვეკითხება ქართველ ხალხს ევროკომისია? (EN)

რას გვეკითხება ქართველ ხალხს ევროკომისია? (EN)

უკრაინის შემდეგ ევროკავშირის წევრობის კითხვარი მივიღეთ ქართველმა და მოლდოველმა ხალხმა.
დემოკრატიის ინსტიტუტის გუნდი ეტაპობრივად გაგაცნობთ კითხვებს, რომელთა პასუხებსაც საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
➤ხორციელდება თუ არა შეკრების თავისუფლების უფლება თავისუფლად და უპრობლემოდ, მაგალითად, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების შეკრების ორგანიზებისას? მოგვაწოდეთ ინფორმაცია ნებისმიერ ასეთ მოვლენაზე, რომელიც ბოლო 3 წელში დაიგეგმა.
➤არსებობს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და არის თუ არა დაუსჯელობის გარემო? ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმებისა და საფრთხეების შემთხვევების შემოწმება მუდმივად ხდება? წარმოადგინეთ ამ კუთხით სტატისტიკა.
➤არიან თუ არა პროკურორები და მოსამართლეები დამოუკიდებლები, არის თუ არა იერარქიული გავლენები და რა არის მათი პრევენციის ზომები?
➤როგორ ეპყრობა გენდერული ნიშნით ძალადობასა და ოჯახურ ძალადობას საკანონმდებლო და სასამართლო გამოცდილება? რამდენი შემთხვევა გამოიძია პროკურორის ოფისმა? როგორ გროვდება და მოწმდება მონაცემები?
ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების ხარისხი განსაზღვრავს საქართველოს რეალობას და მომავალს. კითხვარის გაგზავნის შემდეგ ევროკომისია შეადგენს შეფასების ანგარიშს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ოკუპანტ რუსეთთან დაახლოებას დასავლეთთან დაახლოება ურჩევნია. ვემხრობით საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას და მიგვაჩნია, რომ ევროკავშირს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა და გარდამტეხი ცვლილებების განხორციელება შეუძლია.