თანამშრომლები

გენო გელაძე

გენო გელაძე დემოკრატიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 2004 წლის 5 მაისიდან გამგეობის თავმჯდომარეა. 1998-2003 წლებში მიიღო უმაღლესი იურიდიული განათლება, ხოლო 2012 წელს მიენიჭა განათლების აკადემიური დოქტორის ხარისხი. გენო ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, საელჩოების (ევროკავშირი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი, ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო’’, ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, UNICEF, USAID, PRI, NORLAG, IFES) მხარდაჭერით განხორციელებულ თხუთმეტ პროექტს. გენო 2002 წლიდან უფლებადამცველობას აქტიურად უთავსებს საგანმანათლებლო საქმიანობას - ტრენერის, ექსპერტის, კონსულტანტის სტატუსით. გენოს ჰობია ნადირობა. ელ.ფოსტა: g.geladze@iod.ge

არჩილ ხახუტაიშვილი

არჩილ ხახუტაიშვილმა დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახ. უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. დემოკრატიის ინსტიტუტში მუშაობს 2006 წლიდან, სადაც სხვადასხვა დროს, მუშაობდა იურისტ-ექსპერტად და საგრანტო ფონდის მენეჯერად. არის ადვოკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2013 წლიდან არჩილი "დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორია. ურთიერთთანამშრომლობის კუთხით, ის არის ასოციაცია ,,ღირსეული სიბერეს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. არჩილის ჰობია მუსიკა. ელ.ფოტა: a.khakhutaishvili@iod.ge

ნინო კვაშილავა

2004 წლიდან დღემდე ორგანიზაციის შეუცვლელი ბუღალტერია. ნინოს კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავლილი აქვს საბუღალტრო კურსები (საქართველოს პრაქტიკოს ბუღალტერთა ასოციაცია 2006 წელი) და (საქართველოს პროფესიონალ ბურალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია 2010 წელი), ასევე 2011 წლიდან სწავლას აგრძელებს (საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში). უყვარს კითხვა, მოგზაურობა და მზარეულობა. ელ.ფოსტა: n.kvashilava@iod.ge

ალექსანდრე ლორთქიფანიძე

პროფესიით იურისტი – დაიბადა 1981 წლის 19 იანვარს ქალაქ ბათუმში. 2003 წელს მიიღო მაგისტრის წოდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2004 წლიდან დღემდე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტში. გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები კომუნიკაციისა და ინფორმაციის საჯაროობის თემებზე. ალექსანდრე მუშაობდა "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტში კოორდინატორის თანამდებობაზე. კარგად ფლობს კომპიუტერსა და კომპიუტერულ პროგრამებს. ალექსანდრეს ჰობია ნადირობა და მუსიკა. ელ.ფოსტა: a.lortkipanidze@iod.ge

მარიკა ჩხუბაძე

მარიკა ჩხუბაძე დემოკრატიის ინსტიტუტში 2007 წლიდან მუშაობს. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით. გავლილი აქვს ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის სპეციფიკისა და ორგანიზაციების მართვა/მენეჯმენტის კუთხით. პიარის სკოლა „PERITUS GROUP -ში“ გაიარა მედია მენეჯმენტის კურსი, რაც ეხმარება მედიასთან ურთიერთობაში. მარიკა დემოკრატიის ინსტიტუტში ძირითადად დაკავებულია პრესკონფერენციების დაგეგმვა/მოწყობაში და მედიასთან შეხვედრების ორგანიზებაში. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ამზადებს ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ საინფორმაციო მასალებს. მარიკა მონაწილეობდა "დემოკრატიის ინსტიტუტის" მიერ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, განხორციელებულ ათამდე პროექტში. ელ.ფოსტა: m.chkhubadze@iod.ge

მაია საგინაძე

პროფესიით ფარმაცევტი - დაიბადა 1977 წლის 22 მაისს ქალაქ ბათუმში, 2001 წელს დაამთავრა სამედიცინო ეკოლოგიური ინსტიტუტი, ფარმაცევტის სპეციალობით, 2004 წლიდან დღემდე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტში" სხვადასხვა თანამდებობებზე, გავლილი აქვს ტრენინგები კომუნიკაციისა და ინფორმაციის საჯაროობის თემებზე. ამჟამად მაია მუშაობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტში კოორდინატორის თანამდებობაზე, კარგად ფლობს კომპიუტერსა და კომპიუტერულ პროგრამებს. ელ.ფოსტა: m.saginadze@iod.ge

ლელა ბედინეიშვილი

ლელა ბედინეიშვილმა დემოკრატიის ინსტიტუტში 2009 წელს პედაგოგად დაიწყო მუშაობა. მას აქვს მიღებული უმაღლესი განათლება 1985-1990 წლებში მაგისტრის წოდებით.1999 წ-დან 2011 წ-მდე მუშაობდა ბათუმის მე-13 საჯარო სკოლაში პედაგოგად. ამავე დროს, ასწავლიდა სასწავლო ცენტრ “ნეოში“. 2010წ-დან 2011წ-ის დეკემბრამდე არასამთავრობო ორგანიზაცია „რეაბილიტაციის ცენტრში“ სოც.მუშაკად მუშაობდა. 2012წ-ის იანვრიდან კი დემოკრატიის ინსტიტუტში სოც.მუშაკად განაგრძო მუშაობა, პროექტ “ყოფილი პატიმრებისა და პატიმრობაში მყოფ პირთა ოჯახების წევრების სოციალური რეინტეგრაცია“, რომელიც ითვალისწინებს პროექტის ბენეფიციარების დასაქმებასა და გადამზადებაში ხელშეწყობას. ლელას ჰობია კლასიკური მუსიკის მოსმენა და კითხვა. ელ.ფოსტა: l.bedineishvili@iod.ge

თამარ გაბეჩავა

თამარ გაბეჩავა პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრ “NEO-ს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2007 წლიდან მუშაობს "დემოკრატიის ინსტიტუტის" მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში პედაგოგად და სოც.მუშაკად. იყო "დემოკრატიის ინსტიტუტის" მიერ, გამოცემული წიგნის „შემობრუნება სიკეთისაკენ, ანუ სიყვარულით გავასწოროთ ერთმანეთის შეცდომა-შეცოდებანი“ რეცენცენტი. მონაწილეობდა სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებში. მისი ჰობია კითხვა და ხელსაქმე. ელ.ფოსტა: t.gabechava@iod.ge

თამარ მამეიშვილი

თამარ მამეიშვილი "დემოკრატიის ინსტიტუტში" 2010 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციაში მუშაობა საიტ "AdjaraNews-ის" რედაქტორად დაიწყო, 2011 წლიდან კი პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე გააგრძელა მუშაობა. "დემოკრატიის ინსტიტუტში" მოსვლამდე თამარი საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში (IPM) მედია მონიტორინგსა და მედია-კვლევებზე მუშაობდა (2008-2010), უფრო ადრე კი გაზეთ „ბათუმელების“ კორესპონდენტი იყო (2004-2006). თამარი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრია. იგი დროდადრო დაკავებულია საზოგადოებრივი აზრისა და მედიის კონტენტ-ანალიზური კვლევებით. არის აქტიური, თითქმის ყოველთვის ესწრება რეგიონში გამართულ სხვადასხვა სახის შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებს. ელ.ფოსტა: t.mameishvili@iod.ge

თენგო კახიძე

თენგიზ კახიძემ დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ფიზიკის სპეციალობით. გავლილი აქვს ტრენინგები სხვადასხვა თემებზე (სამართლიანი არჩევნები; ინფორმაციის თავისუფლება; ადგილობრივი ბიუჯეტი და საბიუჯეტო პროცესები; საკითხზე დამყარებული ადვოკატირება; მიგრაცია და ადამიანის უფლებები). 2006 წლიდან დღემდე, "დემოკრატიის ინსტიტუტში“ მუშაობს სხვადასხვა პროექტების კვლევების კოორდინატორად. ელ.ფოსტა: t.kakhidze@iod.ge

რამინ გვარიშვილი

"დემოკრატიის ინსტიტუტში" მუშაობა 2007 წლიდან დაიწყო. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მუშაობდა ადვოკატად, პარალელურად კი იყო იურიდიული კომპანია ,,GLC”-ის ადვოკატი. რამინს პროექტის მართვის გამოცდილებაც აქვს, 2010-2011 წლებში მუშაობდა პროექტის ,,დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარის რეგიონში” პროექტის კოორდინატორად.დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტებში მუშაობის პარალელურად, ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დაცვის კუთხით. ელ.ფოსტა: r.gvarishvili@iod.ge

თამარ დოლიძე

2005 წლიდან დღემდე, თამარ დოლიძე მუშაობს ინგლისური ენის თარჯიმნად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, "დემოკრატიის ინსტიტუტის" მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტში. მას აქვს ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი. 2005 წლიდან მოყოლებული, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. იგი აქტიურად არის ჩართული კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროფესიული კურსებში, ესწრება საერთაშორისო ლინგვისტურ კონფერენციებს, ტრენინგებსა და სემინარებს, რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. იგი ავტორია მონოგრაფიისა „სათაურის ლინგვოსტილისტური და პრაგმატიკული ასპექტები ინგლისურენოვან პრესაში და მათი ქართულ ენაზე თარგმნის თავისებურებანი“. მისი ჰობია მოგზაურობა და ცურვა. ელ.ფოსტა: t.dolidze@iod.ge

ნესტან კახაძე

ნესტან კახაძე პროფესიით დიპლომატია. 2005-2009 წლებში "დემოკრატიის ინსტიტუტში" სოც მუშაკად მუშაობდა. მას „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის“ პროექტების მართვის დიდი გამოცდილება აქვს. 2009 წლიდან ნესტანმა არასამთავრობო ორგანიზაცია „რეაბილიტაციის ცენტრი“ დააფუძნა. მისი ხელმძრვანელობით განხორციელდა ევროკავშირისა და ქ. ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა საინტერესო პროექტი. 2013 წლიდან "დემოკრატიის ინსტიტუტთან" პარტნიორობით „პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახების რეაბილიტაციაზე მუშაობს“. ელ.ფოსტა: n.kakhadze@iod.ge

რუსუდან ქავთარაძე

რუსუდან ქავთარაძე პროფესიით ფილოლოგია (უცხო ენა - ინგლისური). 1998-2002 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენათა ფაკულტეტზე. 2004 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მაგისტრატურა), სპეციალობით - უცხო ენის სწავლების თეორია, პრაქტიკა და კულტურათშორისი კომუნიკაცია. 2013 წელს დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა და მიენიჭა განათლების დოქტორის ხარისხი. 2005-2014 წლებში მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის პედაგოგად. 2010-2012 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ ’’რეაბილიტაციის ცენტრში’’ პროექტების კოორდინატორად (დონორი : ევროკავშირი). 2013 წელს ჩართული იყო საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში (G-Pried) ტრენერების კოორდინატორის პოზიციაზე (დონორი: USAID). 2011 წლიდან - დღემდე მუშაობს ა(ა)იპ ’’აჭარის განათლების ფონდში’’ ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე. რუსუდან ქავთარაძემ „დემოკრატიის ინსტიტუტში’’ მუშაობა დაიწყო 2013 წლის ნოემბრიდან, პროექტში „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა", განათლებისა და განვითარების მიმართულების კოორდინატორის პოზიციაზე. ელ.ფოსტა: r.kavtaradze@iod.ge

ნინო ხაჩიძე

ნინო ხაჩიძემ 2013 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. 2014 წლიდან მუშაობს „დემოკრატიის ინსტიტუტში“ შეხვედრების ორგანიზატორის პოზიციაზე. სწავლის პარალელურად ნინო ინტერნეტ გამოცემაში ჟურნალისტად მუშაობდა. 2013 წელს გახდა ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის მოხალისე. 2014 წელს ნინომ დააფუძნა არასამათვრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა რეგიონული განვითარებისთვის“. მისი ხელმძღვანელობით განხორცილედა რამდენიმე საინტერესო პროექტი.ნინოს მონაწილეობა აქვს მიღებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო, ახალაგაზრდულ გაცვლით პროგრამებში. ელ.ფოსტა: n.khachidze@iod.ge

ტიტე აროშიძე

ტიტე აროშიძე პროფესიით ინჟინერ მექანიკოსია, 1994-2000 წწ-ში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ბათუმის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 2002 წლიდან სწავლა გააგრძელა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო მენეჯმენტის სპეციალობით და მიიღო ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი, ამჟამად არის დოქტორანტი საბანკო და საგადასახადო საქმე და სახელმწიფო ფინანსების მიმართულებით. 2009-2015 წლებში ქ. ბათუმის მერიაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური განყოფილების უფროსად, ქ. ბათუმის ტერიტორიული ორგანო ხიმშიაშვილის უბანში - გამგებელად. ტიტე საქველმოქმედო ფონდ "პარალელში“ ფინანსურ მენეჯერად მუშაობდა; საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში იყო გამგეობის თავმჯდომარე. 2004-2005 წლებში იყო სასწავლო განყოფილების უფროსი ბათუმის გაძლიერებულ საშუალო სკოლაში, 2002-2005 წლებში იყო ლექტორ-მასწავლებელი ბათუმის ინდუსტრიულ-პედაგოგიურ კოლეჯში.
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში:საქართველოში, სახელმწიფოს კუთვნილი შენობების ანალიზი - ენერგოეფექტური ღონისძიებების დაგეგმვა; ბათუმის სატრანსპორტო სისტემაში არსებული ხარვეზების ეკონომიკური და ფინანსური შეფასება ბათუმის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა და სხვა.
2015 წლიდან მუშაობს „დემოკრატიის ინსტიტუტში“ „ევროკავშირის“ მიერ დაფინანსებული პროექტის „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ კოორდინატორად. ელ. ფოსტა: T.Aroshidze@iod.ge