ჩემი ოჯახის ადვოკატი

ჩემი ოჯახის ადვოკატი

პროექტის დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

განხორციელების ადგილი: აჭარის რეგიონი (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო).

ხანგრძლივობა: 12 თვე (1 ივნისი, 2013 წელი - 1 ივლისი, 2014 წელი).

პროექტის მიზნები:

– მაღალმთიან აჭარაში უფასო იურიდიული დახმარების ცენტრის გაძლიერება (ქედის მუნიციპალიტეტში, დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისის ბაზაზე);
– აჭარის რეგიონის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ქედა, შუახევი, ხულო) მცხოვრები მოსახლეობის უფასო იურიდიული კონსულტაცია ყველა კატეგორიის საქმეზე;
– აჭარის რეგიონის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ქედა, შუახევი, ხულო) მცხოვრები მოწყვლადი და დაუცველი ოჯახების უფასო საადვოკატო მომსახურება;
– აჭარის რეგიონის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გასვლითი კონსულტაციების მოწყობა (იურისტთა ჯგუფის ვიზიტი წინასწარ დაგეგმილი განრიგით);
– აჭარის რეგიონის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების თემებში/სოფლებში იურიდიული განათლების ხელშეწყობა, ლიდერობის უნარების მქონე ადამიანების გამოვლენით, სწავლებით და გააქტიურებით;
– აჭარის რეგიონში საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირების შრომითი უფლებრივი პირობების გაუმჯობესება და სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებულთა ინტერესების დაცვა.