დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში

პროექტი: დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

დონორი: ევროკავშირი.

განხორციელების ადგილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

პროექტის ხანგრძლივობა: 24 სექტემბერი 2015, – 24 ივლისი 2017 წელი.

მიზანი: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩამოყალიბდება დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სერვისები, რომლის დახმარებით, სამუშაოს მაძიებლებს გამოუმუშავდებათ დასაქმებისთვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევები; შეიქმნება მოკლევადიანი დაჩქარებული სწავლების ინსტრუმენტები, რომლებიც დიდი ხნის დაუსაქმებელი ადამიანების განვითარებისა და დასაქმების საუკეთესო მოდელებს პრაქტიკაში დაამკვიდრებს, რაც მოგვიანებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცემა; აჭარაში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში, არაფორმალური განათლების აღიარების პრაქტიკა დაინერგება; აჭარაში მდებარე სკოლებში დაინერგება ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეებს მომავალი პროფესიის გააზრებულად არჩევაში დაეხმარება.