ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს

ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს

დონორი: ევროკავშირი

განხორციელების ადგილი: საქართველო, თურქეთი, საბერძნეთ.

პროექტის ხანგრძლივობა: 01/04/2013 – 31/03/2015

პროექტის შესახებ
ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს (G-PAM Personal Assistance to Georgian Migrants; www.migrant.ge; www.facebook.com/migrant.ge) წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორწლიან პროექტს (2013–2015), რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაცი "სიდა" საქართველოსა და თურქეთ/საბერძნეთში მყოფი შესაძლო თუ ამჟამინდელი ქართველი მიგრანტები იღებენ უფასო კონსულტაციებს სამართლებრი–პროცედურულ და აგრეთვე რეინტეგრაციის საკითხებზე. პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა საქმიანობას, მათ შორის, პირველ რიგში, თურქეთსა და საბერძნეთში არალეგალური მიგრაციის ლეგალურ სიბრტყეში გადატანის მხარდაჭერას. ამ მიზნის ფარგლებში საქართველოს 5 რეგიონში (აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი) მუშაობს საკონსულტაციო კუთხეები, სადაც პროექტის 55 ადგილობრივი კონსულტანტი ზემოთ აღნიშნულ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, მიგრანტების ოჯახების წევრებს, სთავაზობს ინფორმაციულ დახმარებას ამა თუ იმ საგანგებო თუ მიმდინარე სამართლებრივი და სხვა სახის პრობლემის გადაწყვეტაში. აღნიშნულ მომსახურებებში შედის აგრეთვე საჭიროებისამებრ აღნიშნული სამი ქვეყნის კონკრეტულ სახელმწიფო, არასახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში გადამისამართება.

მიმდინარე პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცი "სიდა" თავის 5 რეგიონულ პარტნიორთან და „კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებასთან“ ერთად.

საბერძნეთსა და თურქეთში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „მე დავბრუნდები“.

აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორია „დემოკრატიის ინსტიტუტი“