ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა"

პროექტის დონორი: ევროკავშირი.
განხორციელების ადგილი: აჭარის რეგიონი (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო); სამეგრელო-ზემოსვანეთი.

ხანგრძლივობა: 23 ნოემბერი, 2013 წელი - 23 სექტემბერი, 2015 წელი).
პროექტის მიზანი: პროექტით გათვალიწინებული საქმიანობები გულისხმობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას იურიდიული დახმარებით, პროფესიული უნარების გაძლიერებით, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობით, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება განვითარების გზით.