"კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია"

"კომუნალური სერვისის მომხმარებელთა სამოქალაქო ინტერესების დაცვის კამპანია"

პროექტის განხორციელების ადგილი:

1.ქვემო ქართლი - რუსთავი
2. შიდა ქართლი - გორი
3. კახეთი - თელავი
4. სამცხე-ჯავახეთი - ახალციხე
5. იმერეთი - ქუთაისი\
6. გურია - ლანჩხუთი
7. მცხეთა - მთიანეთი - მცხეთა
8. სამეგრელო ზემო სვანეთი - ზუგდიდი
9. აჭარა - ქობულეთი და ხელვაჩაური

პროექტში ჩართული პარტნიორები:
- დემოკრატიის ინსტიტუტი - ქობულეთი, ხელვაჩაური;
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) - რუსთავი;
- გორის საინფორმაციო ცენტრი - გორი;
- კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო - თელავი;
- დემოკრატ მესხთა კავშირი - ახალციხე;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი - ქუთაისი;
- ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი - ლანჩხუთი;
- ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ცენტრი - მცხეთა;
- ათინათი - ზუგდიდი.

პროექტის ხანგრძლივობა: 01/02/2014 – 30/06/2014

მიზანი: საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კომუნალური სერვისის მიღების პროცესში

ამოცანები:

1. კომუნალური სერვების (ელექტრო-ენერგია, წყალმომარეგება, გაზმომარაგება) მიმწოდებელი კომპანიების საქმიანობის დიაგნოსტირება მომხარებელთა უფლებების დაცვის ჭრილში;
2. რეკომენდაციების მომზადება მომხარებელთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს რეგიონებში კომუნალური სერვების (ელექტრო-ენერგია, წყალმომარეგება, გაზმომარაგება) მიმწოდებელი კომპანიების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
3. ლობირების კამპანია პროექტის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით.

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში.

ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტი მხარდაჭერილია "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ (R-CSN) მიერ.