შუახევისა და ხულოს 10 სოფლის მოსახლეობის გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა

„შუახევისა და ხულოს 10 სოფლის მოსახლეობის გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა“

პროექტი - „შუახევისა და ხულოს 10 სოფლის მოსახლეობის გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამა“.
დონორი: შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“.
განხორციელების ადგილი: შუახევის მუნიციპალიტეტი: ახალდაბა, ჩანჩხალო, მახალაკიძეები; ხულოს მუნიციპალიტეტი: დიდაჭარა, დიაკონიძეები, ღურტა, იაკობაძეები, ვაშლოვანი, წაბლანა, წაბლიანი.
ხანგრძლივობა: 12 თვე (15 აპრილი, 2015 წელი - 15 აპრილი, 2016 წელი)
პროექტის მიზანი: პროგრამის მხარდაჭერით სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს ხელი შეეწყობათ თვითდასაქმების უნარების გამომუშავებასა და საოჯახო საწარმოების (ბიზნესის) ჩამოყალიბებაში. პროგრამა სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებზე გასცემს გრანტებს (საოჯახო საწარმოების ჩამოყალიბება, პროფესიული უნარების გამომუშავება, ინვენტარის შესყიდვა, სპეციალისტის დაქირავება და ა.შ).