ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში

პროექტი: „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“

პროექტის მიზანი: ქედის მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირება ინკლუზიური მიდგომებით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობით, რაც ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმალური გამოყენებითა და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით მიიღწევა.

პროექტის ძირითადი მიმართულები:
• ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) შექმნა და გაძლიერება;
• ქედის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება;
• სტრატეგიული მიმართულებებით ინოვაციური პროექტების განხორციელება ქვეგრანტების საშუალებით;

პროექტის ხანგრძლივობა: 1 მაისი 2017 – 21 თებერვალი 2020 წელი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.