ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდა დედებისთვის აჭარაში

მიზანი: არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალების გაძლიერება.

მთავარი მიმართულებები:

პროექტი მიზნად ისახავს აჭარის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი მოსახლეობის, არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალბატონებისთვის, ტრენინგების ჩატარებას 5 მიმართულებით:

  • სამოქალაქო უფლებების დაცვა;
  • რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები;
  • ბავშვთა ზრუნვა;
  • სამომავლოდ განათლების/დასაქმების შესაძლებლობის შესახებ ინფორმირებულობა;
  • ქალთა უფლებების ადვოკატირების მიზნით, „მომავალი ლიდერი“ ქალბატონების გამოვლენა;

პროექტის სამიზნე ჯგუფები:

  • არასწრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალბატონები, რომლებსაც სრულწლოვან ასაკამდე ჯერ არ მიუღწევიათ;
  • არასრულწლოვან ასაკში დაოჯახებული ქალბატონები, რომლებიც სრულწლოვან ასაკში არიან (26 წლამდე).

პროექტის განხორციელების არეალი: ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტები.

პროექტის ხანგრძლივობა: 1 ნოემბერი, 2017 წელი -28 თებერვალი, 2018 წელი

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები:

დემოკრატიის ინსტიტუტი, ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107 ტელ: (0422) 27 57 44

პარტნიორები: "კავკასიის ალიანსების პროგრამა", მუნიციპალიტეტებში არსებული „ქალთა ოთახები“