პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში

მიზანი და ამოცანები, საქმიანობები

პროექტის მთავარი მიზანია მოქალაქეთა გააქტიურებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით და ადვოკატირების კამპანიის გზით თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
პროექტი აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემოსვანეთში არსებულ 20 მუნიციპალიტეტში შექმნის მოსახლეობის პრობლემების კვლევის, პრიორიტეტების მიხედვით დაჯგუფების, პეტიციების მომზადების, ხელმოწერების შეგროვების, საკრებულოებში წარდგენისა და განხილვის პრეცენდენტებს და ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი ინოვაციის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
პროექტის მთავარი მიზნიდან გამომდინარეობს ამოცანები:

  • აჭარაში, გურიაში და სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები მოსახლეობის გააქტიურება ადგილობრივი პრობლემების მოგვარების იდენტიფიცირების პრიორიტეტულობის მიხედვით დაჯგუფებისა და გადაწყვეტის მეთოდების მოძიების მიზნით;
  • პეტიციების მომზადება და წარდგენა აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებული 20 მუნციპალიტეტის საკრებულოში;
  • საკრებულოებში წარდგენილი პეტიცების ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობის გზით;
  • საკრებულოებში პეტიციის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცედურების შემუშავება, წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ძირითადი საქმიანობები:

1. აქტიური მოქალაქეების გამოვლენა, პრობლემების იდენტიფიკაცია
2. პეტიციების მომზადება, ხელმოწერების შეგროვების ორგანიზება
3. პეტიციების ადვოკატირების კამპანია
4. საკრებულოებში პეტიციების განხილვის წარმატებული პრაქტიკის მხარდაჭერა

დონორი: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
პროექტის განხორციელების ადგილი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო);
სამეგრელო-ზემო სვანეთი (ქალაქი ზუგდიდი. მუნიციპალიტეტები: ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, სენაკი, მარტვილი, წალენჯიხა, ხობი, ჩხოროწყუ, მესტია).
გურია (ქალაქი ოზურგეთი. მუნიციპალიტეტი: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური);
პროექტის ხანგრძლივობა: 1 მარტი, 2016 წელი - 1 სექტემბერი, 2018 წელი.