რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის (ARSD)

პროექტი: რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის (ARSD)

პროექტის მიზანი: რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნით, ხელი შეუწყოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

პროექტის აქტივობები:

  • გამოყენებითი კვლევების შემუშავება რეგიონული უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობით;
  • რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების კოორდინაციისა და კომუნიკაციის მექანიზმების შეფასება;
  • რეგიონული განვითარების კომისიისა და რეგიონული განვითარების ფონდის სამუშაო მექანიზმების ანალიზი;
  • რეგიონული საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკის შეფასება;
  • აჭარის რეგიონში სოფლის და რეგიონული განვითარების სტრატეგიების ურთიერთმიმართების ანალიზი;
  • რეგიონებში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისა (LAGs) და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაუმჯობესება;
  • რეგიონული განვითარების საკითხებზე ეროვნული კონფერენციისა და ფორუმის ორგანიზება;
  • რეგიონული განვითარების საკითხებზე სახელმწიფო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამის შემუშავება და განხორციელება;
  • რეგიონული განვითარების საკითხებზე ღია ონლაინ კურსის შემუშავება ფართო;

დონორი: ევროკავშირი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 ოქტომბერი 2017 წელი-2 ოქტომბერი 2019 წელი

პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ფიფლ ინ ნიდ (PIN) და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD) თანამშრომლობით.