რეკომენდაცია ტურიზმის ხელშეწყობა

რეკომენდაცია ბათუმის საკრებულოს/მერიას (ტურიზმის ხელშეწყობა)

ინფორმაცია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტა-მენტთან არსებული ’’მრჩეველთა რეგიონული საბჭოს’’ სხდომაზე (საბჭოს ხელმძღვანელობს დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი) ტურისტული ობიექტების წარმომადგენელთა მხრიდან მნიშვნელოვან პრობლემად დასახალდა ქ. ბათუმში ბოლო პერიოდში მწერების (კოღოები) დიდი რაოდენობა, რაც ხელს უშლის ტურისტული ობიექტების (კაფე, რესტორანი, სასტუმრო) ნორმალურ ფუნქციონირებას.


აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია:
1. მოკლევადიანი, მაგრამ ეფექტური შედეგის მისაღებად უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისი სამსახურების, სპეციალისტების ჩართულობით ქალაქში იმ ადგილების დეზინსექცია, სადაც სპეციალისტების ინფორმაციით მრავლად არიან მწერები ან/და წარმოადგენს მწერების აქტიური გამრავლების წყაროს (აღნიშნული საქმიანობა იმდაგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ გამოირიცხოს ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის პირდაპირი, ან ირიბი ფორმით საფრთხის შექმნა);
2. გრძელვადიანი და ეფექტური შედეგის მისაღწევად მომზადდეს პრევენციული ხასიათის პროგრამა/სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ქ. ბათუმში მწერების (მაგალითად კოღოები) რაოდენობის შემცირებას.