რეკომენდაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერებისათვის პენსიების მიწოდების შესახებ

რეკომენდაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერებისათვის პენსიების მიწოდების შესახებ

აჭარის მაღალმთიან სოფლებში ადგილობრივ პენსიონერებს არ აქვთ საშუალება კუთვნილი პენსია თავიანთ სოფელში, თემში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს აიღონ. სოფლებში არ არსებობს სპეციალური პუნქტები, სადაც პენსიონერებს მისვლა და პენსიის მიღება შეუძლიათ. აჭარის მაღალმთიან სოფლებში, განსხვავებით საქართველოს ზოგიერთი რეგიონისა, არც ”ლიბერთი ექსპრესის” მომსახურება ვრცელდება (ადგილზე პენსიის დარიგება „ლიბერთი ბანკის“ სპეციალური, მოძრავი სამარშრუტო ტაქსებით). ასევე, გაუქმებულია ,,ფოსტალიონის’’ ინტიტუტიც, რომელსაც პენსიონერებამდე პენსია მიჰქონდა.

მართალია, რამდენიმე თვის წინ პენსიონერებმა ”ლიბერთი ბანკისგან” სპეციალური პლასტიკური ბარათები მიიღეს, თუმცა ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარებაა. ამ შემთხვევაში იქმნება ნდობის პრობლემა, პენსიონერების ნაწილი მარტოხელაა, ან ადგილზე არ ჰყავთ ოჯახის ახლობელი წევრები. თანხის დაკარგვის შემთხვევაში კი ბანკი ან სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.