რეკომენდაცია ბათუმის საკრებულოს/მერიას (ტრასნპორტი)

რეკომენდაცია ბათუმის საკრებულოს/მერიას (ტრასნპორტი)

ინფორმაცია: თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №68 განკარგულებით დამტკიცდა თვითმმართველი ქალაქის ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან შემომავალი M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან არსებული ’’მრჩეველთა რეგიონული საბჭოს’’ სხდომაზე (საბჭოს ხელმძღვანელობს დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელი) წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საკრებულოს №68 განკარგულება რეალურად არ აღსრულდა.
რეკომენდაცია:
მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის №68 განკარგულების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით.
აღნიშნული განკარგულების აღსრულებით ხელი შეეწყობა ტურიზმის სფეროს გაძლიერების პროცესს (დარეგულირდება ქაოსურად მოძრავი ავტობუსების მარშრუტი, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ტურისტებისათვის), ასევე ხელი შეეწყობა ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში ავტომობილების სიმრავლით გამოწვეული ე.წ. ,,საცობების’’ პრობლემის მოგვარების პროცესს.