რეკომენდაცია "ენერგო–პრო–ჯორჯიას"

რეკომენდაცია "ენერგო–პრო–ჯორჯიას"

1. საკითხი: კომპანიის ვებ.გვერდი (www.energo-pro.ge) არის ცენტრალიზებული, აჭარის შესახებ ცალკე ინფორმაცია არ მოიპოვება (თანამშრომლები, ადმინისტრაცია და ა.შ.).

რეკომენდაცია: სასურველია, კომპანიის ვებ.გვერდზე (www.energo-pro.ge) ცალკე ველად იყოს განთავსებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა’’, სადაც იქნება ინფორმაცია აჭარაში არსებული ოფისების და მთავარი კონტაქტების შესახებ.

2. საკითხი: ,,ცხელი ხაზი’’-ს ნომერი ასევე ცენტრალიზებულია 032 247-17-07 (თბილისი). ოპერატორები არ გასცემენ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ელექტროენერგიის შეწყვეტის, ძაბვის ვარდნის მიზეზებს, კონკრეტული ქალაქის, უბნის პასუხისმგებელი პირების კონტაქტებს, ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების/ხარვეზე-ბის აღმოფხვრის სავარაუდო ვადებს.

რეკომენდაცია: სასურველია, ,,ცხელი ხაზი’’ არსებობდეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავარ ოფისში, რომელიც იმუშავებს 24 საათის განმავლობაში და გასცემს არანაკლებ შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) კონკრეტულ დასახლებაში, უბანში პასუხისმგებელი წარმომადგენლის, ასევე მისი უშუალო ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი (მათ შორის მობილურის ნომერი); ბ) კონკრეტულ უბანში, დასახლებაში ელექტრო ენერგიის მოწოდების შეწყვეტის, ხარვეზის მიზეზი და გამოსწორების ვადები; გ) აბონენტთა მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერს საკითხზე ინფორმაციის მიწოდება ან შესაბამისი კომპეტენციის უფლებამოსილ პირთან გადამისამართება.