რეკომენდაცია გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ (ე.წ. ,,ზანკები’’) სამთო კურორტის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი საკუთრების პრობლემის შესახებ

რეკომენდაცია გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ (ე.წ. ,,ზანკები’’) სამთო კურორტის მშენებლობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი საკუთრების პრობლემის შესახებ

გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე სამთო კურორტის მშენებლობას ადგილობრივი მცხოვრებლების კერძო საკუთრება ეწირება. სამთო კურორტის სამშენებლო ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლებს, სხვა შენობა-ნაგებობებსა და მიწის ნაკვეთებს ფლობენ ოჯახები, რომელთაც აღნიშნული ქონება ოფიციალურად, საკუთრების უფლებით 1998 წელს გადაეცათ. თუმცა ამ ოჯახებმა, გამოუცდელობისა და საჭირო ფინანსების არქონის გამო, თავიანთი საკუთრება არ დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში (იმ პერიოდში უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას არც საჭიროებდა).
2011 წლის 21 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ტერიტორია მთლიანად დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო შემდეგ გადმოეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, იმის მიუხედავად, რომ ზემოთაღნიშნულმა ტერიტორიამ მოიცვა ათობით ოჯახის სახლები და მიწის ნაკვეთები.
ეს მოქალაქეები საუკუნეების განმავლობაში მათივე მფლობელობაში არსებულ და ოფიციალური დოკუმენტებით გადაცემული ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციას ვერ ახერხებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქონება უკვე სახელმწიფოს ეკუთვნის.
დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს 21 ოჯახის ადვოკატირებას.