რეკომენდაცია ხიმშიაშვილის ქუჩის გაგრძელებაზე 2010 წელს აშენებულ გზაზე საგზაო ნიშნების განთავსებისა და უსაფრთხოების წესების შემოღების შესახებ

რეკომენდაცია ხიმშიაშვილის ქუჩის გაგრძელებაზე 2010 წელს აშენებულ გზაზე საგზაო ნიშნების განთავსებისა და უსაფრთხოების წესების შემოღების შესახებ

მას შემდეგ, რაც ე.წ. ადლიის დასახლება თვითმმართველ ქალაქ ბათუმს შემოუერთდა და ხიმშიაშვილის ქუჩის გაგრძელებაზე ახალი გზა გაკეთდა, გზის ამ მონაკვეთზე ადგილი აქვს ავტომანქანების სწრაფი სიჩქარით მოძრაობას. ტერიტორიაზე არ არის საგზაო ნიშნები და არც სიჩქარის დამაბრკოლებელი ხელოვნური ბარიერები. ასევე, არ არის მოწყობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები. ამ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.
აგრეთვე, ბათუმის აეროპორტიდან გამომავალი გზისა და სარფისკენ მიმავალი ცენტრალური გზის შეერთების ადგილზე არსებული მონაკვეთი აშკარად არასწორადაა დაპროექტებული, რის გამოც ამ ადგილას თითქმის ყოველდღე ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.