რეკომენდაცია "სოკარ ჯორჯია-გაზის" ადმინისტრაციას

რეკომენდაცია "სოკარ ჯორჯია-გაზის" ადმინისტრაციას

1 საკითხი: მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ელექტრონული ფორმით გაასაჩივროს გაზის მომწოდებელი კომპანიის, მისი წარმომადგენლის ქმედება.
რეკომენდაცია: სასურველია, არსებობდეს ელექტრონული სისტემა (კომპანიის ვებ-გვერდთან ადაპტირებული), რომლითაც მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ გაასაჩივროს გაზის მომწოდებელი კომპანიის, მისი წარმომადგენლის ქმედება და მიიღოს შესაბამისი პასუხი.
2 საკითხი: სოკარ ჯორჯია გაზს არ აქვს ონლაინ კონსულტაციის სისტემა, რაც ინტერნეტის მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა უსასყიდლოდ, მოკლე დროში მიეღოთ მათთვის სასურველი ინფორმაცია გაზის მოწოდების, ხარვეზების, საკონტაქტო პირების შესახებ.
რეკომენდაცია: სასურველია, ამოქმედდეს ონლაინ კონსულტაციის მექანიზმი, რომლითაც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება (გაცვლა).