ბათუმის საკრებულოს არჩევნებში მონაწილთა მიერ დასახელებული პრობლემები

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში მონაწილთა მიერ დასახელებული პრობლემები

პროექტი ”ხალხის არჩევანი” 2010 წლის 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელდა და მიზნად ისახავდა, ქ. ბათუმში ამომრჩეველთა მოტივირებას, საარჩევნო სუბიექტებს შორის დებატების უზრუნველყოფას და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის დებატებში ჩართვას.
პროექტში 30 მაისის ქ. ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე 7 პოლიტიკური პარტია და 46 მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ჩართული (სულ არჩევნებში 57 მაჟორიტარობის კანდიდატი მონაწილოებდა, მათგან 11-მა დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა).
პროექტში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა წინასწარ, დებატების ციკლის დაწყებამდე, სპეციალური ანკეტები შეავსეს, სადაც ის პრობლემები ჩამოთვალეს, რომელთა მოგვარებას ამომრჩევლებს, არჩევის შემთხვევაში ჰპირდებოდნენ. პარტიებმა 20 პრობლემა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა კი - 10 პრობლემა დაასახელეს, მათი პრეზენტაცია კი ,,ტელეარხი 25’’-ის პირდაპირ ეთერში, წინასაარჩევნო დებატებში შედგა.
ამ გზით შეიქმნა პოლიტიკური პარტიებისა და მაჟორიტარი დეპუტატების დაპირებების არქივი, რომელიც 4 წლის განმავლობაში განთავსებული იქნება ”დემოკრატიის ინსტიტუტის” ვებ-გვერდზე. ამით შესაძლებელი გახდება საკრებულოში წარმოდგენილი, გამარჯვებული პარტიებისა და მაჟორიტარი დეპუტატების დაპირებების მონიტორინგი.
”დემოკრატიის ინსტიტუტის” ვებ-გვერდზე განთავსებულია როგორც არჩევნებში გამარჯვებული, ასევე, არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური სუბიტექებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ შევსებული ანკეტები.
პროექტი განახორციელა ,,დემოკრატიის ინსტიტუტმა’’, ,,ტელეარხ 25’’-თან პარტნიორობით.
პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.