ცხოვრება ამერიკულ სოფელში

ცხოვრება ამერიკულ სოფელში

მერი ჩენდლერი - "მშვიდობის კორპუსის" მოხალისე "დემოკრატიის ინსტიტუტში"

ამერიკის სოფლებშიც, ისევე როგორც საქართველოში, პასტორალური, ბუნების წიაღში იდილიური ცხოვრების მისტიკაა შექმნილი. სოფლებში მცხოვრები ამერიკელების აღქმით, ცხოვრება უფრო ადვილია, როცა გაქვს საკუთარი ფერმა. ამ დროს უფრო ახლოს ხარ ბუნებასთან, ოჯახთან და სახლთან. ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის ცხოვრებაში.

ამერიკის კულტურაში ფერმერების შრომას ძალიან დიდ პატივს ცემენ და აფასებენ. ბავშვობაში სოფელში არ მიცხოვრია, თუმცა გავიზარდე რეგიონში, სადაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები იყო. ჩემი ძმები ზაფხულობით ფერმაში მუშაობდნენ და იქვე ცხოვრობდნენ. მიწის დამუშავება და სხვადასხვა სახის ფერმის გაშენება შტატების ისტორიასა და ეკონომიკურ განვითარებაში დიდ როლს ასრულებს. მათ შორის მერძევეობის ფერმა დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია.

ფერმერი, სიძნელეების მიუხედავად, ცხოვრებით მაინც კმაყოფილია. მუშაობს ღია ცის ქვეშ, სუფთა გარემოში ცხოველებთან ერთად. ყველაფერი ეს ხომ ცხოვრების შემადგენელი სასიამოვნო ნაწილია.

ამერიკის სოფლის მეურნეობაში დღეს ძალიან პოპულარულია ერთ-ერთი ახალი მიმართულება - „იყიდე ადგილობრივი მწარმოებლისგან“, იმისათვის, რომ დაეხმარონ ფერმერს იპოვოს გასაღების ადგილი და გაყიდოს საოჯახო მეურნეობის პროდუქცია (ბოსტნეული,ხორცი,რძის პროდუქტები) ადგილობრივ ბაზარზე. ჩემ დასახლებაში არის ბაზარი, რომელსაც 40 წელზე დიდი ხნის ისტორია აქვს და თავისი მდიდარი აგრარული ტრადიციებით ვისკონსინის შტატში გამორჩეულია. ღრმა,მდიდარი, ორგანული ნაერთებით სავსე სასოფლო მიწები, მინერალური სასუქებით გამოკვებილი ნიადაგები თავისი ბრტყელი, სუსხიანი პეიზაჟებით არის ყველაზე პროდუქტიული ადგილი მსოფლიოში. ამ მიწებზე მოყვანილი პროდუქციის უმრავლესობა გასაყიდად ადგილობრივ ფერმერთა ბაზარში გააქვთ.

სიმართლე რომ ვთქვათ, ფერმერის ცხოვრება საფრთხის შემცველიცაა. ერთხელ, როცა პატარა ვიყავი, ფერმაში „მყრალას“ წავაწყდი. „მყრალა“ მტაცებელი, ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელიც საფრთხის შემთხვევაში კუდიდან მყრალ, ზეთოვან ნივთიერებას აფრქვევს. მისი ჩამობანა თითქმის შეუძლებელია. ერთ ღამეს საძინებელი ოთახის კარზე ჩემი ძაღლის, სინდის ფხაჭუნმა გამაღვიძა. ძაღლი გარეთ გავუშვი და მეც თან გავყევი საქათმისკენ, სადაც ქათმებს ქანდარაზე ძილის ნაცვლად, ხმაური აეტეხათ. იქ „მყრალა“ დაგვხვდა. ვცდილობდი სინდი შემეჩერებინა, მაგრამ ის თავის მხრივ წიწილების გადარჩენას ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალური საფრთხე ნამდვილად აღარ იყო. როცა „მყრალა“ კუდით სინდისკენ მობრუნდა, ამ დროს მე შევეცადე მის გადარჩენას. მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ ორივეს, მე და სინდის ფერმაში, მთელი დარჩენილი დროის გატარება საძილე ბეღელში მოგვიწია.

ფოტო: მ.პ.,ვოლკოტი. (1939) ფერმერები თამაშობენ კარტს ზამთარში დილით.  ვუდსტოკი,ვერმონტის შტატი.

ფოტო: მ.პ.,ვოლკოტი. (1939) ფერმერები თამაშობენ კარტს ზამთარში დილით. ვუდსტოკი,ვერმონტის შტატი.

ბაბუაჩემს ერთი საყვარელი და გამორჩეული გამონათქვამი ჰქონდა, რომელსაც ის ხშირად კარტის თამაშის დროს იყენებდა: „ფერმერს გამთენიისას გაუმართლებსო“. ამ გამონათქვამის მთავარი აზრი ის იყო, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ თითქმის მთელი ღამე თამაშობთ, მაგრამ მაინც ცუდი კარტები გიწევთ. ფერმერის ბედი, ერთ დღესაც მთლიანად შეიცვლება. ეს იყო ერთგვარი მეტაფორა, როგორ შეიძლება ცხოვრებაში ცუდი მოულოდნელად, რადიკალურად კარგისკენ შეიცვალოს .

ვფიქრობ, ამერიკის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ საოჯახო მეწარმე, ფერმერი თავის ოჯახთან ერთად კარგ შანსს იმსახურებს.

***

ამერიკის სოფლებში იშვიათად შეხვდებით მსგავს ფიზიკურ გამოწვევებს, რაც ქართულ სოფლებში გვხვდება. მაგალითად, ის, რომ შტატებში, სოფლებში საცხოვრებელი სახლი ხელმისაწვდომია არა მაღალმთიან, ციცაბო ფერდობებზე, არამედ ვაკე ადგილებში.

თუმცა მოსახლეობის სიმცირე, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ასევე აქტუალურია ამერიკის სოფლებშიც. ახალგაზრდები დასაქმების უკეთესი პერსპექტივის იმედით საცხოვრებლად დიდ ქალაქებში გადადიან, სადაც კომუნიკაციების და ახალი შესაძლებლობების მულტიკულტურული გარემოა. ბოლო დროს შტატებში რამდენიმე ახალი სოფლის დასახლება გაჩნდა. თუმცა დიდ ქალაქებთან ახლოს, სადაც დასაქმების და განვითარების სერვისები უფრო ხელმისაწვდომია.

რა გააკეთა ამერიკაში სოფლის დასახლებებმა იმისათვის, რომ ახალგაზრდები შეენარჩუნებინა? გასულ წლებში ქვეყანაში მთავარი სტრატეგია ინდუსტრიული ზონების მშენებლობა იყო. დაიწყო ქალაქთან ახლოს სამრეწველო ზონების მოწყობა, სადაც შესაბამისი სერვისები ხელმისაწვდომია. ეს ყველაფერი კი შეიქმნა იმისთვის, რომ ადგილზე მიიზიდონ მეწარმეები, რომლებიც სამუშაო ადგილებს ადგილობრივებისთვის შექმნიან.

ვფიქრობ, მთავარი ფაქტორები, რომელიც სოფლის განვითარებას განაპირობებს, არის:

  • შრომის ბაზარი (კვალიფიციური კადრები);
  • პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტისთვის ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობა;
  • სიახლოვე ქალაქის დასახლებასთან (უფრო ახლოს ქალაქთან=უფრო დიდი წარმატება);
ბლოგის ორიგინალური ვერსია იხილეთ ინგლისურ ენაზეhttp://bit.ly/2gbWXWS

***

"მშვიდობის კორპუსის" მოხალისე, საერთაშორისო ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ფლორიდის შტატიდან მერი ჩენდლერი 2 წლის განმავლობაში "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ითანამშრომლებს.

მერი

მერი ჩენდლერი "დემოკრატიის ინსტიტუტის" პროექტის "პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" ფარგლებში, ქედაში, ზესოფელში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.