ტრენინგი ანალიტიკური წერა

ტრენინგი ანალიტიკური წერა

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში 29 და 30 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი : „ანალიტიკური წერა“. ტრენინგს ესწრებოდა სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები, სკოლის პედაგოგები, განათლების სპეციალისტები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ყველა ის პირი, ვისაც სურვილი ქონდა რომ შეესწავლა ანალიტიკური წერის ელემენტები და დაუფლობოდა მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევებს.
ტრენინგის განმავლობაში მსმენელებმა შეისწავლეს ანალიტიკური წერის უმთვრესი პრინციპები, სტრუქტურა, სტილი, არგუმენტირებული ესეს წერის ტექნიკა, შეფასების კრიტერიუმები და ა.შ. შეასრულეს დავალებები და დაგილზე განიხილეს, თუ სად უშვებდნენ შეცდომას, სად იყო საკითხი სწორად გადაწყვეტილი, რამდენად იყო ნამუშევარი არგუმენტებით, მაგალითებით და კონტრ-არგუმენტებით გაჯერებული და ა.შ.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის – ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’’ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ’’ევროკავშირი’’.

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი დემოკრატიის ინსტიტუტისა და DVV International-ის მხადრაჭერით ფუნქციონირებს.