ხანდაზმულები სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებს გაეცნენ

ხანდაზმულები სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებს გაეცნენ

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხანდაზმული ბენეფიციარები სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. აგრო დარგის სიახლეებზე ინფორმაცია „ქედის ხანდაზმულთა კლუბის“ წევრებს სოფლის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტმა სოსლან შერვაშიძემ მიაწოდა.
შეხვედრა ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა. ცენტრი დემოკრატიის ინსტიტუტისა და „DVV International“-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.