ხანდაზმულებმა ქედაში ღვინის ქარხანა დაათვალიერეს

ხანდაზმულებმა ქედაში ღვინის ქარხანა დაათვალიერეს

ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დემოკრატიის ინსტიტუტის ქედის ხანდამულთა კლუბის წევრები აქტიურ გასვლით ტურებს აწყობენ. დღეს მოინახულეს შპს „ქედის ღვინის ქარხანა“, სადაც გიდობა თვით ქარხნის მეღვინე-მენეჯერმა - ზურაბ გათენაძემ გაუწია. ესაუბრა ქარხნის გახსნის ისტორიაზე, ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე, გასაღების ბაზრებზე და ა.შ.


შპს „ქედის ღვინის ქარხანაში“ ღვინის დაყენება კომპანიის „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) ტექნოლოგიებით მიმდინარეობს. ქარხანაში აქვთ ქედის ცილიკაურის ღვინო, ცოლიკაური ხალხური, საფერავი, მანავი, ევროპული თეთრი ცქრიალა. ერთ-ერთ ღვინოს ჰქვია „ელესა“ ქედის საპატივცემულოდ.


პროექტი მიმდინარეობს „ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი.
ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი დემოკრატიის ინსტიტუტისა და DVV International-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.