ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრს ინგლისურენოვანი წიგნები შეემატა

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრს ინგლისურენოვანი წიგნები შეემატა

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მშვიდობის კორპუსის მოხალისის დენიელ სფარქმენის უშუალო მონაწილეობით ორგანიზაციის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ჟანრის რამდენიმე ათეული ინგლისურენოვანი წიგნი შეემატა DARIEN BOOK AID PLAN INC- ამერიკული ორგანიზაციიდან.
აქვე ამ ორგანიზაციის შესახებ: “DARIEN BOOK AID PLAN INC” 1949 წლიდან არსებობს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციაა და მათი თანამშრომლები მოხალისეები არიან. ისინი აშენებენ მშვიდობიან, მეგობრულ და ურთიერთგაგებულ გარემოს წიგნების გაცვლით. მშვიდობის კორპუსის მოხალისეები აგზავნიან მოთხოვნას წიგნების თაობაზე, ისინი კი უსასყიდლოდ გზავნიან მათ ორგანიზაციებში, ბიბლიოთეკებსა და სკოლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წიგნები ასევე საჩუქრად გადაეცემათ მხოლოდ აშშ-ს ბიბლიოთეკებს, ციხეებს, საავადმყოფოებს, ასევე ამერიკის ძირძველ მოსახლეობას.
ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი დემოკრატიის ინსტიტუტისა და DVV International-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.