როგორ უნდა შეძლოს პედაგოგმა შშმ და სსმ მოსწავლის იდენტიფიცირება ?

როგორ უნდა შეძლოს პედაგოგმა შშმ და სსმ მოსწავლის იდენტიფიცირება ?

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „ინკლუზიური განათლება“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის პედაგოგებმა, ინკლუზიური განათლებით დაინტერესებულმა პირებმა და სპეც. მასწავლებლებმა.


პროგრამის ხანგრძლივობა იყო 12 საათი, რომლის განმავლობაშიც მონაწილეებმა შეისწავლეს ინკლუზიური განათლების შესახებ როგორც თეორიული საკითხები, ასევე პრაქტიკული მასალები. ვიდეო მასალის, მაგალითებისა და პედაგოგიური სიტუაციების ანალიზის საფუძველზე მსმენელებმა შეძლეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება, გარემოს მოწყობა და რესურსების ორგანიზება.
ასევე გაეცნენ მთავარ საკითხებს: ინკლუზიური სწავლების მოდელები, ტერმინი- შშმ და სსსმ განმარტება, როგორ უნდა მოხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოყოფა, მოსწავლისადმი კეთილგანწყობილი და მისაწვდომი გარემოს შექმენა.
ტრენინგი ჩატარდა დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.