ტრენინგი დამწყები ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა

ტრენინგი დამწყები ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩატარდა ორ დღიანი ტრენინგი: „დამწყები ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა“. ტრენინგის მიზნობრივი ჯგუფი იყო აჭარაში მცხოვრები მცირე ბიზნესის დაწყების მსურველი პირები. ტრენინგ-პროგრამა მოიცავს: ბიზნესის დაგეგმვას, რესურსების ეფექტურად გამოყენების მეთოდების შესწავლას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესის გაძლიერების მეთოდებს, ბიზნესის რეგისტრაციის ეტაპებს, აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის გაცნობას, დამატებითი რესურსების მოძიების შესაძლებლობებს, გაყიდვების დაგეგმვას, მომხმარებელთან კომუნიკაციას, ბიზნეს-გეგმის მომზადებას, დაფინანსების მოძიებასა და მართვას.


ტრენინგის მონაწილე დამწყები ბიზნესმენებისთვის გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია არსებული ბიზნესის გაძლიერება და ტრენინგზე მიღებული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში რეალიზაციის ხელშეწყობა.
ტრენინგი ცატარდა პროექტის: „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.

ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი დემოკრატიის ინსტიტუტისა და DVV International-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.