23 თებერვალი - დემოკრატიის ინსტიტუტის ახალი პროექტის პრეზენტაცია

23 თებერვალი - დემოკრატიის ინსტიტუტის ახალი პროექტის პრეზენტაცია

დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერით ინოვაციური პროექტით ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად

პროექტი: „ყოფილი პატიმრების გაძლიერება“

პრეზენტაცია დასავლეთ საქართველოში ➠ 23 თებერვალი ➠ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისები
11:30 სთ ➣ ბათუმი ➣ოზურგეთი ➣ქუთაისი➣ ზუგდიდი

ჩვენ ვაძლიერებთ:

  • ყოფილ პატიმრებს
  • პატიმართა ოჯახის წევრებს
  • პრობაციონერებს

ჩვენი ინოვაციური მიზნებია:

  • ავამოქმედოთ სოციალური საწარმოები და დავასაქმოთ ყოფილი პატიმრები, პატიმართა ოჯახის წევრები და პრობაციონერები
  • ხელი შევუწყოთ ბენეფიციარების სტაჟირებას დასაქმების პირობით
  • უზრუნველვყოთ ბენეფიციართა თვითდასაქმება-საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბება
  • ავამუშავოთ ყოფილ პატიმართა განათლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები
  • გავაუმჯობესოთ ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • აღმოვუჩინოთ იურიდიული დახმარება ყველა ყოფილ პატიმარს, პატიმართა ოჯახს და პრობაციონერს

კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან მუშაობა დემოკრატიის ინსტიტუტმა 2005 წლიდან დაიწყო.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს დემოკრატიის ინსტიტუტი, საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ და „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“.

პროექტის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ჩვენ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე: www.iod.ge

Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 17 37 03