9 დეკემბერი - პირდაპირი ჩართვა, ევროკავშირის პროექტი დასაქმებაზე

9 დეკემბერი - პირდაპირი ჩართვა, ევროკავშირის პროექტი დასაქმებაზე

9 დეკემბერს, 12:15 საათიდან, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის Facebook გვერდზე იქნება პირდაპირი ჩართვა აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

თუ წარმოადგენთ ადგილობრივ ბიზნესს, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ეს ონლაინ შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა პროექტში მონაწილეობისთვის.

წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „(SECTORs) უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში".

პროექტის მიზანია საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესება სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.

პროექტში ადგილობრივი ბიზნეს ჯგუფები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაერთვებიან.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ, მეტი ინფორმაციის მისაღებად უყურეთ პირდაპირ ჩართვას 9 დეკემბერს.

პროექტი „(SECTORs) უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“, დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "დემოკრატიის ინსტიტუტთან", "საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან" და ასოციაცია "ათინათთან" პარტნიორობით.