აჭარის დასაქმების სააგენტო და „დემოკრატიის ინსტიტუტი“ რეგიონში დასაქმების ხელშეწყობაზე ერთობლივად მუშაობენ

აჭარის დასაქმების სააგენტო და „დემოკრატიის ინსტიტუტი“ რეგიონში დასაქმების ხელშეწყობაზე ერთობლივად მუშაობენ

აჭარის დასაქმების სააგენტო და „დემოკრატიის ინსტიტუტი“ რეგიონში დასაქმების ხელშეწყობაზე ერთობლივად მუშაობენ

ანონსი

7 სექტემბერს 14:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმში დასაქმების სააგენტოს 2016 წლის ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ შედეგების ანგარიშის მოსმენა გაიმართება. პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსი 86 ბენეფიციარმა დაასრულა. აქედან 16 ბენეფიციარი საწარმოო პრაქტიკას სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებში გადის, ხოლო 70 კურსდამთავრებულიდან 41 (57%) დასაქმდა.
ღონისძიებაზე 86 კურსდამთავრებულს პროფესიული და უცხო ენების სასწავლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გარდა ,,დემოკრატიის ინტიტუტი’’-ს მიერ ორგანიზებული ,,მცირე საქმიანობის ბიზნესის გაძლიერებისა’’ და ,,დამსაქმებელთან კომუნიკაციის’’ ტრენინგების სერტიფიკატებიც გადაეცემათ.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასაქმების სააგენტოსთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ქვეპროგრამით მოსარგებლეებს, თვითდასაქმებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საჩუქრად პროფესიული განვითარებისათვის საჭირო სახელმძღვანელოებსა და სამუშაო ინვენტარს გადასცემს.
,,პროფესიული გადამზადების’’ ქვეპროგრამის ფარგლებში სწავლება განხორციელდა ბართენდერის, ელექტრო შემდუღებლის, კონდიტერის, მზარეულის, მძიმე ტექნიკის ოპერატორის, სარესტორნო საქმის მწარმოებლის, სასტუმრო საქმის მწარმოებლის, სტილისტისა და აირალოვანი შემდუღებლის სპეციალობებზე. სწავლება, სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის გარდა ითვალისწინებდა უცხო ენების (რუსული, ინგლისური) შემსწავლელ კურსებსა და საწარმოო პრაქტიკის გავლას.

ღონისძიებას დაესწრებიან: აჭარის მთავრობის თავმჯდომარე; აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და დასაქმების სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.