გაიღიმეთ!სიბერე მშვენიერია!

გაიღიმეთ!სიბერე მშვენიერია!

„გაიღიმეთ! სიბერე მშვენიერია“ - ამ განწყობით ხვდებიან „ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს“ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ და „წითელი ჯვრის“ ხანდაზმული ბენეფიციარები.

ხანდაზმულთა კვირეულის თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ქედის ორგანიზაციაში, "ზრდასრულთა განათლების ცენტრში", 30 სექტემბერს, 13:00 საათზე დაიწყება.
თარიღს ხანდაზმულებს ანსამბლი „ელესა“ სპეციალური პროგრამით მიულოცავს. გაიმართება ასევე საინტერესო დისკუსია თემაზე - „სიბერე ამერიკასა და საქართველოში“. ერთ-ერთი მომხსენებელი „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე ამერიკიდან მერი ჩენდლერი იქნება. საუბარი შეეხება საპენსიო და ჯანდაცვის საკითხებს, ასევე ხანდაზმულთა მოვლის სახელმწიფო და კერძო სერვისებს.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მხარდაჭერას უცხადებს ადამიანებს, რომლებიც დღეს ხანდაზმულობის გამო განიცდიან ასაკობრივ დისკრიმინაციას, ძალადობას და გულგრილობას საზოგადოებისგან.
პროექტის - „ხანდაზმულთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების კამპანია“ ფარგლებში „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის დაფინანსებით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხანშიშესულ მოქალაქეებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება.