ანონსი: მოქალაქეთა მიერ ინიცირებული პეტიციები ხულოს საკრებულოს სხდომაზე

ანონსი: მოქალაქეთა მიერ ინიცირებული პეტიციები ხულოს საკრებულოს სხდომაზე

რა პრობლემების გადაწყვეტას ითხოვენ ხულოს მცხოვრებლები პეტიციის ფორმით?

13 სექტემბერს, 12:00 საათზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები მოქალაქეთა მიერ ინიცირებული პეტიციების მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავენ.

ხულოს საკრებულოს წევრები „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის ,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მოქალაქეების მიერ ინიცირებულ 5 პეტიციას განიხილავენ.

პეტიციები:

  • მოქალაქეთა თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სფეროში ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ბიზნესის თანადაფინანსების მიზნით მუნიციპალური პროგრამის ამოქმედება
  • მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის სავტომობილო გზების მართვის სფეროში მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამების გათვალისწინება
  • გოდერძის უღელტეხილზე მდებარე ტურისტულ ობიექტ ’’მწვანე ტბა’’-სთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ნიშნულების განთავსება
  • ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბაში მისამართების განმსაზღვრელი აბრებისა და ნიშნულების მოწყობა
  • სახალხო დღესასწაულის ''ხულოელობის'' დაფუძნება და ორგანიზება