ანონსი: სამუშაო შეხვედრა ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პროგრამა

ანონსი: სამუშაო შეხვედრა ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პროგრამა

ანონსი: სამუშაო შეხვედრა ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პროგრამა

2016 წლის 16 - 18 ივნისს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ შვიდ მუნიციპალიტეტთან ერთად, ეკომიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე იმუშავებს. სამი დღის განმავლობაში, მუნიციპალიტეტები (ნინოწმინდა, გარდაბანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ადიგენი, ოზურგეთი, წალკა) ჩასახლებული ეკომიგრანტების საჭიროებებზე იმსჯელებენ და ინტეგრაციისკენ მიმართულ პროგრამებზე ერთობლივად იმუშავებენ. ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პილოტურ პროგრამებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტები სამუშაო შეხვედრებზე შეიმუშავებენ, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს. მონაწილეები: „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „ევროპის ფონდი“, მუნიციპალიტეტები: ნინოწმინდა, გარდაბანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ადიგენი, ოზურგეთი, წალკა. ფასილიტატორი: არჩილ ხახუტაიშვილი. ღონისძიების ორგანიზატორი: „დემოკრატიის ინსტიტუტი“ სამუშაო შეხვედრა ტარდება ’’ევროკავშირის’’ დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში. ღონისძიების ჩატარების ადგილი/თარიღი: 16,17,18 ივნისი 2016 წელი, ქ. ბათუმი 10:00 – 15:00 საათი. სასტუმრო ,,ჩაო“. ზურაბ გორგილაძის 75.