დემოკრატიის ინსტიტუტი ეკომიგრაციის საკითხებზე რეგიონულ შეხვედრებს იწყებს

დემოკრატიის ინსტიტუტი ეკომიგრაციის საკითხებზე რეგიონულ შეხვედრებს იწყებს

15-25 ნოემბერს, დემოკრატიის ინსტიტუტი ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონულ შეხვედრებს გამართავს.

შეხვედრები ანაკლიაში, წყალტუბოში, თბილისში, რუსთავში, ნაფარეულში, ბორჯომსა და ბათუმში გაიმართება, მონაწილეობი: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების (62 მუნიციპალიტეტი), სამოქალაქო, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

რეგიონული სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ:
ა) გაკეთდება საქართველოში ეკომიგრაციის პრევენციის კუთხით არსებული გამოცდილების, წარმატებული პრაქტიკის, რესურსებისა და შესაძლებლობის ანალიზი;
ბ) შეფასდება საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული განსახლებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების პროცესი, საცხოვრისის შესყიდვის პრაქტიკა, გაკეთდება არსებული გამოცდილების ანალიზი;
გ) შეფასდება საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული სახელმწიფოს მიერ ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების და ადგილზე დამკვიდრების სახელმწიფო მხარდაჭერის არსებული პრაქტიკა, გაკეთდება არსებული გამოცდილების ანალიზი;
დ) შეფასდება ე.წ. ,,სოციალური სახლების“ სახელმწიფო პოლიტიკა და მიზანშეწონილობა.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, არსებული სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდება განსახორციელებელი საქმიანობების ნუსხა, რომელიც წარედგინება საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს და მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება რეკომენდაციების ლობირების კამპანია (საჯარო ფორუმები, დოკუმენტური ფილმების სერია, ინდივიდუალური შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან).
შეხვედრების განრიგი: 15 ნოემბერი - ანაკლია; 16 ნოემბერი - წყალტუბო; 17 ნოემბერი - თბილისი; 18 ნოემბერი - რუსთავი; 21 ნოემბერი - ნაფარეული; 22 ნოემბერი - ბორჯომი; 25 ნოემბერი - ბათუმი.

სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.

პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით ჩვენს facebook გვერდებზე:
fb: Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტი
fb: ეკომიგრაცია Ecomigration