ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs ფარგლებში, ცხადდება სტარტაპ გრანტების კონკურსი აჭარის (ბათუმი, ქედა, ქობულეთი), გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში. პროექტს ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნორობით.
პროექტის შესახებ:
პროექტი - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs” - დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნორობით.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებობების გაუმჯობესებას, სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონებია: აჭარა (ბათუმი, ქედა, ქობულეთი), გურია, სამეგრელო.
საგრანტო პროგრამის მიზანი:
სამიზნე ჯგუფის წევრთა ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება:
კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება:
საგრანტო დაფინანსების პრინციპი:
განაცხადების მიღების ბოლო დღე: 2022 წლის 25 თებერვალი, 18:00 საათი.
საგრანტო კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ტექსტის ბოლოს დანართებში.
საპროექტო იდეის წარდგენა შესაძლებელია ორი ფორმით: ელექტრონული და მატერიალური (ნაბეჭდი) ფორმით.
ელექტრონულად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია:
აჭარა:
grants@iod.ge
საკონტაქტო პირი: ქეთი ლომაძე, 558 48 49 85
გურია:
ici.info.02@gmail.com
საკონტაქტო პირი: იოსებ წიკლაური, 555233322
სამეგრელო:
office@atinati.org
საკონტაქტო პირი: ხათუნა გადელია, 571 315 398
ელ. ფოსტაზე განაცხადის წარდგენისას აუცილებელია განმცხადებელმა თემის ველში მიეთითოს სტარტაპ 2022. განაცხადის ამ ფორმით წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი ღებულობს განაცხადის მიღების დასტურს. ელ. ფოსტის მეშვეობით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთი საფოსტო გზავნილით.
მატერიალური (ნაბეჭდი) ფორმით განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე:
აჭარა:
„დემოკრატიის ინსტიტუტი“, ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის #107
გურია:
„ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი“, ქ. ოზურგეთი, რუსთაველის #4
სამეგრელო:
ასოციაცია „ათინათი“, ქ. ზუგდიდი, რუსთაველის #94
საგრანტო იდეის ფორმის სანახავად და დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ჩამოტვირთოთ დანართები:
დანართი #1 - სტარტაპ გრანტების სახელმძღვანელო