რა ხარვეზები გამოიკვეთა მუნიციპალიტეტებში  პეტიციების ინიცირებიდან დღემდე?

რა ხარვეზები გამოიკვეთა მუნიციპალიტეტებში პეტიციების ინიცირებიდან დღემდე?

რა ხარვეზები გამოიკვეთა მუნიციპალიტეტებში პეტიციების ინიცირებიდან დღემდე, რა კუთხით საჭიროებს საკრებულოს რეგლამენტი დახვეწას იმისათვის, რომ სამომავლოდ მოქალაქეებს პეტიციით მიმართვის პროცედურები გაუმარტივდეს-თემებზე სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

როგორ მოწმდება პეტიციებზე თანდართული ხელმოწერები, მონიტორინგის რა მექანიზმს იყენებს საკრებულო, რამდენად შენარჩუნებულია მოქალაქის ჩართულობა პროცესის მიმდინარეობისას-ეს ის შეკითხვებია, რომლითაც პროექტის განმახორციელებლი ორგანიზაციის წევრები დაინტერესდნენ.

როგორც შეხვედრებისას გამოიკვეთა პეტიციით მოთხოვნილი საკითხების დადებითად გადასაწყვეტად გამოვლენილ მთავარ ხარვეზად მუნიციპალიტეტები არასაკმარის ფინანსურ რესურსსა და კომპეტენციებს ასახელებენ.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი მწირი დაფინანსებიდან გამომდინარე, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რიგი საკითხები ოპერატიულად ვერ გვარდება-ასეთი იყო საკრებულოს წარმომადგენელთა პოზიცია პეტიციების შესრულებასთან დაკავშირებით.

რამდენად აუცილებლად მიიჩნევენ საკრებულის წევრები პეტიციების განხილვის პროცესში ინიციატორებისა და ხელმომწერების ჩართულობას-საკითხზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა პოზიციები განსხვავებულია. უმეტესობა განხილვის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ საკითხის გამგეობებსა და მერიაში გადანაცვალების შემდეგ პროცესში მოქალაქეების თანამონაწილეობა იკარგება.

აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე: „ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა, მაგრამ გვაქვს კი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება? ამიტომ განხილვებში მოქალაქეთა ჩართვას აზრი ეკარგება, მათთვის ჩვენი პოზიცია და არგუმენტები მიუღებელია“.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად კი მუნიციპალიტეტში გ ქვეპუნქტით შეტანილ საპეტიციო საკითხებს შეისწავლის, განიხილავს და გადაწყვეტილებას ღებულობს საკრებულოს სხდომა. აღნიშნული საკითხი სისტემის მუშაობისას ერთ-ერთ ხარვეზად გამოიკვეთა. მესამე სექტორის წარმომადგენელთა რეკომენდაცია სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას, გადაწყვეტილებების მსგავსი ფორმატის სხდომებზე, პეტიციის ინიციატორებისა და გამგეობის წარმომადგენლების ჩართულობით მიღებას ითვალისწინებს.

რატომ არიდებენ თავს საკრებულოები ვადების დარღვევის, ან გამგეობისა და მერიის მხრიდან საკითხების არადროულად გადაწყვეტის შემთხვევაში მერის/გამგებლის არგუმენტის უშუალოდ მოსმენას, გაფართოებული სხდომის მოწვევას და საკითხებზე ერთობლივად მსჯელობას-ეს კიდევ ერთი საკითხი იყო, რომლებზეც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების პოზიციები არაერთგვაროვანია.

როგორც შეხვედრებისას გაირკვა მუნიციპალიტეტების უმეტესობა აღიარებს, რომ გამგეობებსა და საკრებულოებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა და ხშირ შემთხვევაში აღნიშნულს საკითხების გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზადაც განიხილავენ, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი: „ზედმეტი რგოლია ჩვენთვის გამგებლის მოსმენა. რად გვინდა მისი სხდომაზე დაბარება და ანგარიშის მოთხოვნა, როცა მისი პოზიცია წერილობით ჩვენთვის ისედაც ცნობილია“.

საპეტიციო ბლანკში რეგისტრაციის ადგილის გაშლა, პროცესის დასრულებამდე მოქალაქის ჩართვის აუცილებლობა , მონიტორინგის ქმედითი მექანიზმის ამოქმედება, ბლანკების გამოთხოვის პროცედურების განსაზღვრა, პეტიციების გამოქვეყნების ვალდებულება-ეს ის ხარვეზებია, რომლის გამოსწორების რეკომენდაციაც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრების ფარგლებში გასცეს. როგორც სამუშაო შეხვედრებისას გამოიკვეთა, მუნიციპალიტეტების უმეტესობა სამომავლოდ მათ გათვალსიწინებას გეგმავს“

„ეს ჩვენთვის იყო სიახლე, ერთვარი გამოწვევა, თუ რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა, ამიტომ დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ, თუმცა იყო სირთულეებიც. მოგვაწოდეთ დამზადებული ფორმულა, რეკომენდაციები და სიამოვნებით გავითვალისწინებთ“-განაცხადა შეხვედრაზე მყოფმა აბაშის საკრებულოს თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე სამომავლო საპეტიციო საკითხებზეც იმსჯელეს და სისტემის გამართულად მუშაობისათვის საკრებულოების რეგლამენტში არსებული ხარვეზების გამოსწორების პირობაც დადეს.