ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში


2015 წლის 01 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმადაც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარამდე, ხოლო ეტიკეტირების წესების დარღვევა 1000 ლარამდე, პირველად შემთხვევაში, ხოლო განმეორებით შემთხვევაში ჯარიმები უფრო მკაცრდება. იმ შემთხვევაში თუ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების პირობების დარღვევამ გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან/და გარემოსა და ბიომრავალფეროვნებისათვის მძიმე შედეგი 2015 წლის 1 იანვრიდან სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება.