პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs” აცხადებს ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების განაცხადების მიღებას პიროვნული ზრდის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით.
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, დემოკრატიის ინსტიტუტის ახალი პროექტის - “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის“, პრეზენტაცია დღეს ონლაინ ჩატარდა. საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა დისკუსია, რაც მთავარია, ყველა მხარე მზადაა თანამშრომლობისთვის.
პროექტის ფარგლებში ყოფილი პატიმრების გაძლიერებისთვის „დემოკრატიის ინსტიტუტი“ თანამშრომლობდა როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორთან, ბიზნესკომპანიებთან, საპატრიარქოსთან და ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში ჩართვაზე მზადყოფნას გამოთქვამდა. ერთობლივად იგეგმებოდა სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, სამედიცინო აქციები, გამოფენები.
"დაპატიმრებამდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მობილური ოპერატორის დასავლეთ საქართველოს მიმართულების ენერგეტიკული სამსახურის მენეჯერი ვიყავი. აჭარაშიც ანძების თითქმის 90% ჩემი გაკეთებულია. გათავისუფლების შემდეგ ნასამართლობის გამო, კომპანიაში ჩემს დაბრუნებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. სისხლი ჩავაქციე ამ სამსახურში".
საპატიმროში გიორგი აზნაუროვმა თითქმის ათი წელი გაატარა. პატიმრობის შემდეგ უმეტეს ნაწილს გარემოსთან ადაპტაცია უჭირს, თუმცა გიორგი ამ მხრივ გამონაკლისია.
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში“ ჩართულია არაერთი ქალი, რომლებიც ღიად საუბრობენ საკუთარ გამოცდილებაზე, ციხის წლებსა და გათავისუფლების შემდგომ სირთულეებზე.
ბულინგი მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება.
მაღალსართულიანმა კორპუსმა რომანის სახლი და ეზო დაჩრდილა. სახლის ოთახები დანესტილია, მშენებლობიდან კი როგორც ბენეფიციარი ამბობს, პერიოდულად სამშენებლო ნარჩენები ცვივა, რის გამოც, ეზო პარკინგისთვის გამოუსადეგარია.
საწარმოში, რომელიც „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები არიან დასაქმებული.