აჭარას სტრატეგიული განვითარების გეგმა არ აქვს

აჭარას სტრატეგიული განვითარების გეგმა არ აქვს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარების სტრატეგია, არსებული გამოწვევები და პრობლემები იყო მთავარი თემა აჭარის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ ხახუტაიშვილმა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან და მინისტრებთან ერთად რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მექანიზმები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი შემუშავებულ იქნა 2016 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით, პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) მიერ. თუმცა დოკუმენტის დამტკიცება აჭარის მთავრობის მიერ დღემდე არ მომხდარა.

შეხვედრა მოეწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“. პროექტი, მიმართულია რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნით, ხელი შეუწყოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ფიფლ ინ ნიდ (PIN) და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD) თანამშრომლობით.