არ მცალია სიბერევ შენთვის

არ მცალია სიბერევ შენთვის

მთელი წელი ამ დღის მოლოდინში არიან, მართალია ერთად ხშირად იკრიბებიან, სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს აწყობენ, მაგრამ პირველი ოქტომბერი მათთვის ერთგვარი დღესასწაულია.
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე დემოკრატიის ინსტიტუტის ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრებმა კულტურის სახლში აღნიშნეს. მათ სტუმრად თანატოლები ბათუმიდანაც ეწვივნენ.


ღონისძიება წელს განსაკუთრებული გამოვიდა. დარბაზში შესვლისთანავე ოვაციები მოყვა წარწერას სცენაზე: ოი, რამდენი მაქვს სასიმღერო და არ მცალია სიბერევ შენთვის!

სიმღერით არ უმღერია, მაგრამ საკუთარი ლექსები წაიკითხა შოთა ანანიძემ.
ქედის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა პატივისცემის ნიშნად ხანდაზმულებს კონცერტი მიუძღვნეს.

მუსიკალური ნომრები წარმოადგინა ფოლკლორულმა ანსამბლმა“იასამანი“.

ღონისძიების კულმინაცია კი დღის ბოლოს ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მოეწყო. ხანდაზმულებს სახსოვრად საჩუქრები გადაეცათ და დემოკრატიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა მათ ტკბილეულით დღეგრძელობა უსურვეს.
ღონისძიება ჩატარდა დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის „ხანდაზმულთა გაძლიერებისა და დაცვის კამპანია აჭარაში“ ფარგლებში.
პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის მხარდაჭერით.