დადგენილება შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დასამტკიცებლად

დადგენილება შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დასამტკიცებლად

,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ -პეტიცია მუნიციპალიტეტში 5 ნოემბერს დარეგისტრირდა.

პეტიციის ინიციტორების მიზანს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა წარმოადგენდა.

საკრებულომ მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და პეტიციით განსაზღვრული საკითხის აღსასრულებლად დადგენილება მიიღო. შესაბამისად, რეგლამეტით განისაზღვრა ცხოველთა პოპულაციის მართვასა და კონტროლზე უფლებამოსილი ორგანო და მისი კომპეტენცია, ცხოველთა კლასიფიკაცია,მეპატრონის უფლებები ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.

მიღებული წესი ასევე ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისთვის, მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს განსაზღვრავს. საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება აღსასრულებლად ჩხოროწყუს მერიას გადაეგზავნა. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ მუნიციპალიტეტი დაწყებულ საქმეს სისრულეში მიიყვანს და მალე ჩხოროწყუში აღნიშნული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

ადგილობრივებმა პეტიცია პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში შეაგროვეს, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.