დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს შშმ პირებისთვის

დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს შშმ პირებისთვის

დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის (დასაქმებაზე ორიენტირებული განათლების და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში) ფარგლებში აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე ჩატარებული ტრენინგის (საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა) მონაწილეებისთვის.

კონკურსის მიზანია, არსებული საოჯახო ბიზნესის გაძლიერება და ტრენინგზე მიღებული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში რეალიზაციის ხელშეწყობა.

საქმიანობა ორიენტირებული უნდა იყოს აჭარაში მდებარე მცირე საოჯახო ან/და ინდივიდუალური ბიზნესის გაძლიერებაზე (მაგალითად: თონე, სახელოსნო, ჯიხური და ა.შ.).

მცირე საოჯახო ან/და ინდივიდუალურ ბიზნესად ჩაითვლება განაცხადი, რომლის განხორციელებაშიც უშუალოდ ოჯახის წევრები არიან ჩართულნი.

საგრანტო თანხა: საოჯახო ბიზნესში ერთ დასაქმებულ ადამიანზე დასაფინანსებელი თანხა შეადგენს არა უმეტეს 500 ლარს. ერთი პროექტის ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.

პროექტის განხორციელების ძირითადი კომპონენტები გათვლილი უნდა იყოს არაუმეტეს 5 (ხუთი) თვის პერიოდზე.

დემოკრატიის ინსტიტუტი იტოვებს უფლებას, წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით საჭირო ნივთის (ინვენტარი, დანადგარები, აღჭურვილობები და ა.შ.) შესყიდვა განხორციელდეს დემოკრატიის ინსტიტუტის სახელით და შემდგომ გადაეცეს განმცხადებელს.

განაცხადის წარდგენის პროცედურა:

დემოკრატიის ინსტიტუტს განაცხადი შეიძლება წარედგინოს ორი ფორმით:

1) განაცხადის წარდგენა ელექტრონულად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@iod.ge (სათაურში მიუთითეთ: მცირე საოჯახო ბიზნესის განაცხადი). გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მოითხოვოთ განაცხადის წარმოდგენის დადასტურება.

2) განაცხადის წარდგენა დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში. მისამართი: ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა N107 (განაცხადი უნდა ჩაბარდეს მაია საგინაძეს).

დემოკრატიის ინსტიტუტს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

- განაცხადი (დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად);

- ბიუჯეტი (დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად);

- პროექტის განხორციელებაში მონაწილთა პირადობის მოწმობის ასლები;

- უკვე მოქმედი საოჯახო ბიზნესის არსებობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) და ფოტომასალა.

საგრანტო განაცხადი უნდა შეივსოს ქართულ ენაზე.

კონკურსის ფარგლებში, ერთ განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი განაცხადის წარმოდგენა.

დემოკრატიის ინსტიტუტი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებით, სხვა დოკუმენტების წარმოდგენა.

განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებს.

დანართების ჩამოტვირთვა: განაცხადის ფორმა

კონკურსის განრიგი:

- საგრანტო კონკურსის გამოცხადება: 2017 წლის 25 იანვარი ;

- განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 25 თებერვალი, 17:00 საათი;

- კონკურსის შედეგების გამოცხადება: 2017 წლის 10 მარტი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დემოკრატიის ინსტიტუტი, ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. № 107;

საკონტაქტო პირი: ტიტე აროშიძე

ტელ: (0422) 27-57-44; მობ.: 577 302668;

ელ.ფოსტა: t.aroshidze@iod.ge