დემოკრატიის ინსტიტუტის განცხადება

დემოკრატიის ინსტიტუტის განცხადება

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაზე“ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ეხმაურება 2018 წლის 3 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის შეფასებას ქვეყანაში მიმდინარე ტაქსების რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ტაქსის მძღოლი არ უნდა იყოს ნასამართლევი და საშიში საზოგადოებისთვის https://bit.ly/2y62J2N

​როდესაც ქვეყანაში სახელმწიფოს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროგრამები, რომელთა მთავარი მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრაციის, დასაქმების ხელშეწყობაა, მიგვაჩნია, რომ მსგავსი შინაარსისა და ყოველგვარ არგუმენტს/დასაბუთებას მოკლებული განცხადებები საფრთხის შემცველია და აძლიერებს ნასამართლევი პირების მიმართ საზოგადოებაში სტიგმატიზებული და არასწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. მსგავსი შინაარსის მქონე შეფასებებით საზოგადოებასა და დამსაქმებელს პირდაპირ მივანიშნებთ, რომ ნასამართლევი პირი არის საშიში და მათი დასაქმება საფრთხის შემცველია, რაც ჩვენი შეფასებით არის არასწორი და დისკრიმინაციული დამოკიდებულება.