დისკუსია აჭარის სტრატეგიული განვითარების პოლიტიკაზე

დისკუსია აჭარის სტრატეგიული განვითარების პოლიტიკაზე

დღეს სასტუმრო ჰილტონში “დემოკრატიის ინსტიტუტმა” შეფასებითი კვლევის - ,,აჭარის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირებისა და დაფინანსების პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის შეფასება“ - ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო აჭარის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირების, სტრატეგიების შემუშავებისა და დაფინანსების პროცესში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის თანამშრომლობის და დიალოგის გაძლიერების ხელშეწყობა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, მონაწილეებმა ისაუბრეს აჭარის რეგიონული პოლიტიკის ფორმირების, სტრატეგიების შემუშავების და დაფინანსების პროცესში მათი ჩართულობის და გამოცდილების შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი შემუშავებულ იქნა 2016 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით, პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) მიერ. თუმცა დოკუმენტის დამტკიცება აჭარის მთავრობის მიერ დღემდე არ მომხდარა.

შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“.

პროექტი, მიმართულია რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნით, ხელი შეეწყოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

პროექტი ხორციელდება ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ,,ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) და ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ (IOD) თანამშრომლობით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის (პროექტი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიის (2016-2020) შესაბამისობის კვლევის ანგარიში ▶ http://bit.ly/2MUhMTq