ეკომიგრანტები გურიაში - საჭიროებები და პერსპექტივები

ეკომიგრანტები გურიაში - საჭიროებები და პერსპექტივები

„ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ გურიის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკომიგრაციის მიმართულებით უკვე წლებია მუშაობს, იგი რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაციაა. ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც გურიის რეგიონში ეკომიგრანტებს გააძლიერებს. პროექტის დახმარებით, ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახების, ასევე რისკის შემცველ 3 სოფელში მცხოვრები პოტენციური ეკომიგრანტების სოციალური და პროფესიული უნარების გაუმჯობესება იგეგმება.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი ახალგაზრდების ჩართულობა და მათი გააქტიურებაა. ახალგაზრდა მოხალისეები ჩაერთვებიან კვლევებში, რომლითაც სხვადასხვა სოფელში ეკომიგრანტების პრობლემებს შეისწავლიან. ასევე ახალგაზრდები ჩაერთვებიან ადგილობრივ თვითმმართველობასთან გამართულ სამუშაო შეხვედრებში, თვითმმართველობას გაუწევენ რეკომენდაციებს და ეკომიგრანტებისთვის სოციალურ პროგრამებზე იმუშავებენ.
პროექტის სამიზნე სოფლებია: ასკანა, მერია, მთისპირი, ვაკიჯვარი და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პოტენციური ეკომიგრანტები.
პროექტი: „ეკომიგრანტები გურიაში - საჭიროებები და პერსპექტივები“ ხორციელდება “დემოკრატიის ინსტიტუტის” მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ეკომიგრატი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში.