ეკომიგრანტების გაძლიერება ადიგენის მუნიციპალიტეტში

ეკომიგრანტების გაძლიერება ადიგენის მუნიციპალიტეტში

„სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციაზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელშეწყობით მუშაობს.
მუნიციპალიტეტის სამ სოფელში კახარეთში, ზანავსა და გომაროში ეკომიგრანტებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემატიკა იყო ადამიანის უფლებების დაცვა და ადვოკატირება.

ტრენინგების პარალელურად, ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ეკომიგრანტებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებიც ჩატარდა.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მხარს უჭერს ეკომიგრაციის საკითხებზე მომუშავე დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებას.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.