ეკომიგრანტების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

ეკომიგრანტების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა

"საგარეჯოდან სოფელ უდაბნოსკენ მიმავალი გზა თოვლით იყო დაფარული, თუმცა სოფელ უდაბნოში მისულებს მზიანი ამინდი დაგვხვდა, შესაძლებლობა მოგვეცა გამოფენა ღია ცის ქვეშ ჩაგვეტარებინა. ადგილობრივები განსაკუთრებით კი ახალგაზრდები სიხარულს ვერ მალავდნენ"
ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტების ინტეგრაციაზე მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია ბეიტრიშვილი ამბობს, რომ სოფელ უდაბნოში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები იშვიათად იმართება, რის გამოც გადაწყდა გამოფენისა და სახალხო კონცერტის სოფელ უდაბნოში ჩატარება.



გამოფენა ეკომიგრანტების ხელნაკეთი ნივთებით მოეწყო. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა.
გამოფენა დემოკრატიის ინსტიტუტის ხელშეწყობით მოეწყო .
პროექტს აფინანსებს ვროკავშირი.