ევროპა როგორც სასჯელაღსრულების მაგალითი

ევროპა როგორც სასჯელაღსრულების მაგალითი

როგორია სასჯელაღსრულების სისტემა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, როგორი მდგომარეობაა საპატიმროებში, რა უფლებებით სარგებლობენ პატიმრები და რა სახის სარეაბილიტაციო პროგრამები ხვდებათ მათ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული მოდელით დაინტერესდა და სხვადასხვა უცხოური ვებ გვერდების მოკვლევა გააკეთა. განვიხილავთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, სადაც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის სერვისების განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული, როგორც სახელმწიფო ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კერძო სექტორი.

გაერთიანებლი სამეფო

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო სექტორისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია ძირითადად მსჯავრდებულების რეაბილიტაციის სერვისებს შეეხება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, გაერთიანებული სამეფოს აქცენტი ოჯახის წევრების დახმარებაზე. მათი სერვისები არ ითვალისწინებს მხოლოდ იურიდიულ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ოჯახის წევრები ხშირად არიან მოხსენიებული როგორც უდანაშაულოები, რომლებიც სასჯელის მოხდის თანაზიარები ხდებიან მსჯავრდებულთან ერთად. შესაბამისად, საჭიროა ზრუნვა მათ კეთილდღეობაზე, როგორც მათი ოჯახის წევრის სასჯელის მოხდის პერიოდში, ასევე გათავისუფლების შემდეგაც.

რეაბილიტაციის სერვისების შესახებ გაერთიანებულ სამეფოში ინფორმაცია მოქალაქემ შეიძლება გამოიყენოს ვებ გვერდის ან ფოსტის მეშვეობით. ერთ-ერთი ასეთი სერვისია ოჯახის წევრის ციხეში ვიზიტის მხარდაჭერა, რაც ითვალისწინებს გზის ხარჯების ანაზღაურებას, ღამე დარჩენის ადგილის უზრუნველყოფას და საკვებს ვიზიტის პერიოდის განმავლობაში.

ამავე ვებ გერდზე არის წარმოდგენილი ინფორმაცია საპატიმროში მსჯავრდებულის ცხოვრების პირობების შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, დაინტერესებულ პირს შეუძლია, როგორც მოხალისეს წარსდგეს და შეამოწმოს ციხის სტანდარტები. მონიტორინგი შეუძლია განახორციელოს როგორც არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაციებმა, ასევე ოჯახის წევრებმა რომლებიც ნერვიულობენ მათი ახლობლების კეთილდღეობაზე გისოსებს მიღმა.

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები ციხიდან გათავისუფლების შემდეგ: სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ყოფილ მსჯავრდებულს შეუძლია განაცხადი გააკეთოს სამუშაოს მოძიებისთვის, მიმართოს მუნიციპალურ საბჭოს. სახელმწიფო საჭიროების შემთხვევაში ახდენს უსახლკარო ბენეფიციარების საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც.

გაერთიანებულ სამეფოში მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები. მათ პროგრამებში ჩართვა რეაბილიტაციაზე მომუშავე ჯგუფთან (ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ა.შ) ერთად შეუძლია მსჯავრებულის ოჯახის წევრებს, სერვისები კი გათვალისწინებულია მართლმსაჯულების პროცესის თითოეული საფეხურისთვის. ისინი მსჯავრდებულებს სთავაზობენ მოკლე კურსებს ციხეებში.

კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითები: ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი კომპანია, როგორიცაა Marks & Spencer, National Grid იურიდიური ბიურო Evershed ხედავენ პოტენციალს ყოფილი პატიმრების დასაქმებაში. აღნიშნული კომპანიები თვლიან, რომ მათი მხარდაჭერა ციხიდან გათავისუფლებულ პირებს დაეხმარება დაბრუნდნენ საზოგადოებაში.

როგორია მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესი და რა სერვისებს სთავაზობს მათ ესტონეთი. ესტონეთში სასჯელაღსრულების დაწესებულებათა დეპარტამენტი პასუხისმგებელია მსჯავრდებულების რეაბილიტაციაზე. რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ აქტივობებში შედის განათლება, სოციალური სამსახური, ჯანდაცვა, ნარკოტიკების პრევენცია და რეაბილიტაცია. ესტონეთში ციხის ოფიცრები მხარს უჭერენ მსჯავრდებულების სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებას. სამინისტროს საიტზე არის განმარტებული, თუ რომელი სოციალური სერვისებია ხელმისაწვდომი მათთვის. ეს სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირებისთვის ვინც 6 თვის განმავლობაში გათავისუფლდება. ასევე ხელმისაწვდომია დასახლების სერვისი, რომლის მთავარი მიზანია შესთავაზოს დროებითი საცხოვრებელი ციხიდან გათავისუფლებულ პირებს.

ციხიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციაში ჩართულია საზოგადოებრივი ორგანიზაციები. Töötukassa არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მუშაობს. მისი მთავარი მისიაა, დაეხმაროს სამუშაოს მაძიებელ პირებს, ისინი ამზადებენ მათ სამუშაოს დაწყებისთვის. უვითარებენ სოციალურ უნარებს, რათა მოხდეს შემდეგ სამუშაოს შენარჩუნება.

იტალიის სახელმწიფოს პოლიტიკა

სამი ათწლეულის წინ იტალიის დასჯის სისტემა ერთ-ერთი უმკაცრესი იყო, თუმცა ახლა სიტუაცია იცვლება. იტალიურ ციხეებში არსებობს თეატრის ჯგუფები, პოეზიის კლუბები და სხვა კულტურულ-სპორტული აქტივობები.

სახელმწიფოს რეაბილიტაციის განხორციელებაში საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმარება.

ზრუნვის საზოგადოების ეროვნული კოორდინაცია არის 250 ორგანიზაციისგან შექმნილი ფედერაცია. ის არის წარმოდგენილი იტალიის 19 რეგიონში. ეს გაერთიანება განსაკუთრებით სოციალურად მოწყვლად ჯგუფს, მათ შორის, ყოფილ მსჯავდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს ეხმარება. ისინი ბენეფიციარებს სთავაზობენ სწავლების, განათლების და რჩევის მიცემის სერვისებს.

Granello di Senape Padova არის ასოციაცია რომლის მიზანია მსჯავრდებულების რეაბილიტაცია. მათი ხელშეწყობით მსჯავრდებულები არიან დასაქმებული ადგილობრივ გაზეთებში. ციხის გვერდით გახსნილი აქვთ პატარა ოფისი, სადაც თავად მსჯავრდებულები არიან დასაქმებული. მათი სერვისი „ქუჩის იურისტი“, ეხმარება უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს, განსაკუთრებით ყოფილ მსჯავრდებულებს. ისინი ხშრად ატარებენ ღონისძიებებს სხვადასხვა ქალქაში, რათა გაზარდონ საზოგადოების ცნობიერება და შეამცირონ მსჯავრდებულების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.

რომის პაპ ჯიოვანი 23-ის სახელის ფონდი არის ასოციაცია, სადაც წლიურად 290 მსჯავრდებულს ღებულობენ სარეაბილიტაციო პროგრამებში და სტატისტიკის თანახმად მხოლოდ 8% იმეორებს დანაშაულს. იტალიაში დაახლოებით ორასი ასოციაცია მუშაობს პატიმრების რეაბილიტაციის პროგრამებზე.

ინფორმაცია მოძიებულია შემდეგი ვებ გვერდებიდან: